საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი უილიამი: „არ არსებობს უკეთესი გრძნობა, ვიდრე ის გრძნობაა, როდესაც ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენ! “
News.ge

პრინცი უილიამი გახდა „ბი-ბი-სის“ დოკუმენტური სერიალის - „Helicopter Rescue“  („ვერტმფრენის სამაშველო სამსახური“) ერთ-ერთი გმირი. როგორც ცნობილია, ელისაბედ მეორის შვილიშვილი გადის სამსახურს სამხედრო საჰაერო ძალთა სამეფო ბაზაზე უელსში და მონაწილეობს ადამიანთა გადარჩენის სამუშაოებში. ვალიელ მაშველებს ეხება სწორედ ახალი რეალითი-შოუ.

პირველ ეპიზოდში, რომლის პრემიერაც შედგება 8 აპრილს, უილიამი და მისი ეკიპაჟი მიეშურებიან ბიჭუნას გადასარჩენად,  რომელიც ხიდიდან ჩავარდა ძველ კარიერში. ამას გარდა, პრინცი მოუყვება მაყურებელს, როგორ აღიქვამს იგი თავის სამუშაოს. უილიამის სიტყვით, ის არის კაპიტანი და ეს ნიშნავს, რომ სრულად უნდა გაიაზროს მთელი სამაშველო ოპერაცია, წინდაწინ განსაზღვროს ყველა შესაძლო პრობლემა და გადაწყვიტოს ისინი ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნისას.

„არ არსებობს უკეთესი გრძნობა, ვიდრე ის გრძნობაა, როდესაც იქმ სიკეთეს და ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენ“, - ამბობს უილიამი და დასძენს, რომ მას არ უნახავს უფრო მშვენიერი რამ, ვიდრე ეს არის  შვილების სახე, როდესაც მათ დედას ან მამას გამოსტაცებ სიკვდილის კლანჭებს.

კემბრიჯის ჰერცოგის პრეს-მდივანი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ პრინცი უილიამი პროექტის მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილეა და მისი წვლილი სერიალში იმდენივეა, რამდენიც სხვა პილოტებისა - ის გუნდის წევრია და მთელი გუნდი არის დოკუმენტური ფილმის გმირი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq