საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ყატარის ემირმა იყიდა ექვსი კუნძული ექინადის არქიპელაგში
News.ge

საინფორმაციო პორტალი „redtram.com“-ი იუწყება, რომ ყატარის ემირის განკარგულებაში გადავიდა საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ განლაგებული ექვსი ბერძნული კუნძული.

„Qatar Holding“-ის კომპანიამ, რომელიც განაგებს ყატარის მონარქის და მისი ოჯახის ფინანსებს, ეს კუნძულები  შეუძინა ოჯახს.

კუნძულები მდებარეობს ექინადის არქიპელაგში იონიის ზღვაში, საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში. კუნძულები დაუსახლებელია, მაგრამ ემირი გეგმავს მათ გადაქცევას საოჯახო კურორტად თავისი 3 ცოლისა და 24 შვილისათვის.

მომავალში მთელი  ექინადის არქიპელაგი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰომეროსი იხსენიებს „ილიადაში“, როგორც კუნძულებს, რომლებიც ზღვის ნიმფებიდან ქვებად იყო ქცეული ღმერთ პოსეიდონის მიერ, შესაძლოა, იქცეს ყატარის საკუთრებად. რადგან ბერძნებთან საქმიანი ურთიერთობები  ჩქარა არ სრულდება, ეს გარიგებაც ფორმდებოდა მთელი 1,5 წლის განმავლობაში. სულ 6 კუნძულის ღირებულებამ შეადგინა 8,5 მილიონი ევრო. ბერძნული კანონებით კუნძულებზე ნაგებობის ფართი არ უნდა აღემატებოდეს 250კვ. მეტრს. ყატარის ემირი ამჟამად ცდილობს ამ კანონის გაუქმებას - მას სურს აიშენოს ისეთი სახლილ სადაც  დაახლოებით ათასი კვ.მეტრის ფართობისა მხოლოდ სამზარეულო იქნება, რაც შეეხება 250 კვ.მეტრ ფართს - ასეტი სივრცისა მას  ტუალეტი სჭირდება.

სამაგიეროდ ემირი ჰპირდება ბერძნებს წყალსადენის გაყვანას, რომელიც მატერიკის ნაწილს დააკავშირებს უახლოეს კუნძულებთან, სადაც დასალევი წყლის დეფიციტს განიცდიან.

საგულისხმოა, რომ ყატარის ემირის ქონებრივი სიმდიდრე ამჟამად შეადგენს 11, 06 მილიარდ დოლარს და ამდენად მას აქვს საშუალება მრავალმილიონიანი საჩუქარი გაუკეთოს საკუთარ ოჯახს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq