საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქეთრინს წამოსცდა, რომ გოგონას ელოდება
News.ge
ჰერცოგინია ქეთრინი ალპებში დასვენების შემდეგ დაუბრუნდა თავის მოვალეობას და ესტუმრა ქალაქ გრიმსბის. ადგილობრივ თევზჭერის ცენტრში ვიზიტის დროს იგი შეხვდა ქალაქის მცხოვრებლებს და უპასუხა მათ კითხვებს. გრიმსბელებს აინტერესებდათ მისი ფეხმძიმობის მიმდინარეობა და ქეთრინს მორიგი პასუხების გაცემა დასჭირდა კითხვებზე, თუ როგორ გრძნობს თავს და ინძრევა თუ არა მუცელში ბავშვი. როდესაც სახსოვრად პატარა ფუმფულა სათამაშო დათუნია გადასცეს, მან მადლიერების ნიშნად თქვა: „ გმადლობთ, მე მას ვაჩუქებ ჩემს გ“... და ტუჩზე იკბინა. სიტყვიერად კი დააზუსტა, რომ ჯერ არ იცის ბავშვის სქესი. თუმცა ჟურნალისტებმა პირველი ასო სქესის გამხელად აღიქვეს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თვით ორსულობის პერიოდშიც ქეთრინი ეკონომიურობას იჩენს ტანსაცმელში: ოფიციალური ვიზიტებზე იცვამს ძველ ლაბადებს, ხოლო ახალ ტანსაცმელს ყიდულობს ჩვეულებრივ მაღაზიებში. ამ რამდენიმე ხნის წინ იგი შენიშნეს მაღაზია „Topshop“- ში, როდესაც კაბას ყიდულობდა - ჩვეულებრივ კაბას ფეხმძიმეთათვის, სულ 37 ფუტ სტერლინგად.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq