შვედეთში მიმდინარეობს მეფის უმცროსი ასულის, მადლენის საქორწინო სამზადისი. მადლენი თხოვდება 38 წლის ნიუ-იორკელ ფინანსისტზე - კრისტოფერ ო’ ნილზე. ქორწილი დანიშნულია 8 ივნისისათვის სტოკჰოლმში. მადლენი კარლ გუსტავ XVI -ის უმცროსი შვილია, ტახტის დაკავების რიგში მეოთხეა. წყვილმა ერთმანეთი გაიცნო ნიუ-იორკში რამდენიმე წლის წინ. დაიწინდნენ 2012 წლის ოქტომბერში. როგორც ვარაუდობენ, ქორწილი უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე მადლენის უფროსი დის - ვიქტორიასი, რომელიც გათხოვდა თავის პირად ფიტნეს-მწვრთნელზე - დანიელ ვესტლინგზე 2010 წლის 19 ივნისს. 2010 წელს საზეიმო დღეებს საერთო ჯამში მოხმარდა 32,5 მილიონი შვედური კრონი (4,9 მილიონი დოლარი). მათგან - თვით საქორწინო ცერემონიაზე - დაახლოებით 20 მილიონი კრონი, დანარჩენი - სტოკჰოლმის ტაძრის რესტავრაციისთვის, სადაც უნდა გამართულიყო ჯვრისწერა. ჯვრისწერასთან დაკავშირებით ჩატარდა ორკვირიანი ფესტივალი «Love Stockholm 2010», რომლის ორგანიზაციაზე კიდევ 8 მილიონი შვედური კრონი დაიხარჯა. თავად მადლენი ამჟამად მუშაობს მსოფლიოს ბავშვთა ფონდში და ზრუნავს თანამემამულეთა შორის კეთილგანწყობისა და სიმპათიის რეიტინგის მომატებისთვის. მადლენის საქმროს დამთავრებული აქვს ბოსტონის უნივერსიტეტი და „Columbia Business School“-ი ნიუ-იორკში. გატაცებულია ტენისით, გოლფით, სამთოსათხილამურო სპორტით, მუსიკითა და ხელოვნებით; არის საფეხბურთო კლუბ „Chealsea“-ს ფანატი. მისი მამა - კარგად ცნობილი ბანკირია ნიუ-იორკის საფინანსო წრეებში. დედა - ზალცბურგში მუსიკალური ფესტივალის, „ამადეუსის“ ორგანიზატორი. |