საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ნიდერლანდის ახალი მონარქის კურთხევაზე 2000 სტუმარს მოიწვევენ
georoyal.ge

 როგორც უკვე ვაუწყეთ მკითხველს, 28 იანვარს ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა საკუთარი ვაჟის ვილემ-ალექსანდერის სასარებლოდ ტახტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

ხალხისადმი მიმართვაში დედოფალმა განაცხადა, რომ მისი ვაჟი მეფე 30 აპრილს გახდება. ეს თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ, 1980 წლის 30 აპრილს გადადგა დედოფალი იულიანა და ტახტი დაუთმო თავის ქალისვილს - ბეატრიქს... მაგრამ მთავარი ეს არ არის, 30 აპრილი დედოფალ იულიანას დაბადების დღეა.

30 აპრილს, დედოფალ იულიანას დაბადების დღეს და დედოფალ ბეატრიქსის ტახტზე ასვლის დღეს ნიდერლანდებში დედოფლის დღე აღინიშნება და დასვენების დღედაა გამოცხადებული. ესაა ერთადერთი საერო დღესასწაული, რომელიც დასვენების დღედ არის გამოცხადებული, სხვა ყველა რელიგიური  ხასიათისაა (ნიდერლანდის რეფორმატორული ეკლესია).

მანამდეც, დედოფალი იულიანა ტახტზე ავიდა 1948 წელს, დედამისის. დედოფალ ვილჰელმინას გარდაცვალების შემდგომ.

პრინცი ვილემ-ალექსანდრე 45 წლის არის, მას მეუღლე და სამი ბავშვი ჰყავს.

მეფედ კურთხევის ცერემონიაზე 2 000 სტუმარს მოიწვევენ. სტუმართა სია ჯერ მთლად დაზუსტებული არ არის, მაგრამ უკვე იციან, რომ მათგან 500 იქნება მსოფლიოს სამეფო ოჯახებიდან. ასევე მოწვეულთა შორის იქნებიან ქვეყნის მმართველი და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ასევე კულტურის მოღვაწეები.

მეფედ კურთხევის

ცერემონიაზე მოიწვევენ ყველა მონარქს და მათ მემკვიდრეებს, არამმართველი სამეფო ოჯახების მეთაურებსაც. საინტერესოა, ვის აღიარებს  ნიდერლანდის სასახლე სამეფო ოჯახებად და ვის არა. 

ცერემონიას, ალბათ ჯანმრთელობისა და ასაკის გამო ვერ დაესწრებიან ბრიტანეთის დედოფალი და ესპანეთის მეფე. დიდ ბრიტანეთს ამ ქორწილში წარმოადგენენ უელსის პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე, ქორნუოლის ჰერცოგინია კამილა. ესპანეთს წარმოადგენენ დედოფალი სოფია, ასტურიის პრინცი ფილიპე და მისი მეუღლე, ასტურიის პრინცესა ლეტიცია.

მეფედ კურთხევის ცერემონიალზე მოწვეულ სტუმართა ზუსტი სია შემდგომში გამოქვეყნდება.

ნიდერლანდებში ყველა მოუთმენლად ელოდება მეფის კურთხევას. სანახაობაც იქნება საინტერესო და ბევრიც საკმაო ფინანსურ მოგებას მიიღებს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq