საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

შვედეთის პაწაწინა პრინცესას კიდევ ერთი ფოტოსესია
georoyal.ge

შვედეთის სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა პატარა პრინცესა ესტელის ახალი სურათები, რომელსაც 23 თებერვალს 1 წელი შეუსრულდა.

პირველ დაბადების დღესთან დაკავშირებით პაწაწინა პრინცესას ფოტოები გადაუღეს. სურათებზე კარგად ჩანს, რომ ესტელი მხიარული ბავშვია და ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, კამერის წინ პოზირება.

როგორც ჩვენს მკითხველს ადრე ვუამბეთ, პრინცასა ესტელი გახლავთ კრონპრინცესა ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინც დანიელის ქალიშვილი. მისი ტიტულია ჰერცოგინია ესტელი.

გავიხსენოთ: ესტელის დედა გახლავთ უფროსი ქალიშვილი შვედეთის მეფის კარლ-XVI გუსტავისა და დედოფალ სილვიასი.

 შვედეთის სამეფოს მართავს ბერნადოტების გვარი - შვედეთის სამეფო დინასტია, რომელსაც დასაბამი მისცა ნაპოლეონ I-ის მარშალმა ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტმა, რომელიც 1810 წელს შვედეთის რიქსდაგმა უშვილო კარლ XIII-ის მემკვიდრედ აღიარა.

 კრონპრინცესა ვიქტორია 34 წლის ასაკში გახდა დედა. მისი პატარა პრინცესას სრული სახელია ესტელ სილვია ევა მერი, შვედეთის პრინცესა, ესტერგოთლანდის ჰერცოგინია (Estelle Silvia Ewa Mary, prinsessa av Sverige, hertiginna av Östergötland).

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq