საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მეფე - ჩემპიონი

 ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 21 თებერვალს 86 წლის გახდა.

მეფე ჰარალდს  აქვს არმიის გენერლის, სამხედრო-საჰაერო ძალთა გენერლისა და ფლოტის ადმირალის წოდება. მეფის ერთი სერიოზულ გატაცებათაგანია იახტები. ჯერ კიდევ მემკვიდრე პრინცის რანგში იგი რამდენჯერმე მოხვდა ეროვნულ ოლიმპიურ გუნდში სპორტის ამ სახეობაში - გამარჯვება აქვს მოპოვებული რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე. 1987 წლის ზაფხულში გახდა მსოფლიო ჩემპიონი „ფრამ X“ -ით, ხოლო შემდეგ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჯერ კიდევ კრონპრინცობის პერიოდიდან მეფე ჰარალდმა გადაწყვიტა დაქორწინება ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველ სონია ჰარალდსენზე. იგი საკუთარ მამას, ოლაფ მეხუთეს  9 წელი ითანხმებდა ამ ქორწინებაზე. მამა შვილისავე  სიჯიუტით მოითხოვდა მისგან  სამეფო სისხლის საცოლეს. შვილის  გადაწყვეტილება მტკიცე აღმოჩნდა. 1968 წელს სონია ჰარალდსენი გახდა პრინცესა სონია. მრავალი წლის შემდეგ უკვე დედოფალი სონია ჰარალდსენი გამოტყდა - უკანასკნელ წუთამდე არ სჯეროდა, რომ ქორწილი შედგებოდა. სხვათა შორის, დედოფალს აქვს ინსტრუქტორის  სერტიფიკატი სათხილამურო სპორტში.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq