 | ბენედიქტე XV | როგორც 11 თებერვალს ცნობილი გახდა, ამა წლის 28 თებერვალს უნდა გადადგეს რომის პაპი ბენედიქტე XVI. ეს განცხადება თვითონ პაპმა გააკეთა. მისი თქმით, იგი ვეღარ მართავს ეკლესიას, რადგან უკვე ძალიან მოხუცია და დასუსტდა. ასევე ვეღარ ახერხებს სათანადო რეაგირება მოახდინოს მსოფლიო გამოწვევებზე. ბენედიქტე XVI-ის ამ მოულოდნელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპაში 2013 წელს დაწყებულ, საინტერესო ახალ ტენდენციას. მოხუცი მმართველები მიდიან და ადგილს უთმობენ ახალგაზრდებს. პირველი, ვინც ამ „ტენდენციას“ ხელახლა დაუდო სათავე, ნიდერლანდის დედოფალი ბეატრიქსია. რამდენიმე ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2013 წლის 30 აპრილს დედოფალი გადადგება თავის ვაჟის, ვილემ ალექსანდერის სასარგებლოდ. დედოფალი ახლა 75 წლის გახლავთ, ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაინც ურჩევნია დათმოს ტახტი. ასეთი მაგალითი ნიდერლანდში არსებობდა. 1980 წლის 30 აპრილს, თავის 71-ე დაბადების დღეზე ნიდერლანდის დედოფალი იულიანა, პრინცესა ბეატრიქსის დედა, გადადგა და ტახტზე ავიდა ბეატრიქსი. დედოფალ ბეატრიქსის მემკვიდრე, პრინცი ვილემ-ალექსანდერი, რომელიც ავა ნიდერლა
 | ნიდერლანდელები | ნდის სამეფო ტახტზე, 45 წლის გახლავთ. ამას მოჰყვა ცნობა, რომ შესაძლოა ბელგიის მეფეც, ალბერტ II გადადგეს თავისი ვაჟის სასარგებლოდ. მართალია, ეს ჯერ არ დაუდასტურებია ბელგიის სასახლეს, მაგრამ გარკვეულ ტენდენტიას მაინც გამოხატავს. მეფე ახლა 79 წლისაა. ნიდერლანდის მსგავსად ბელგიაშიც არსებობს პრეცედენტი შვილისთვის ტახტის დათმობისა. 1951 წლის 16 ივლისს ტახტიდან გადადგა ლეოპოლდ III თავისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც ტახტზე ავიდა ბოდუენ I-ის სახელით. ბელგიის ტახტის მემკიდრე, ფილიპე 53 წლისაა. რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ის გადაწყვეტილება გადადგომაზე, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ტენდენციას. ვატიკანი - აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიული სახელმწიფოა, რომელსაც მართავს პაპი. მართალია, რომის ეკლესიისათვის და საერთოდ ეკლესიებისათვის, ხელმძღვანელის გადადგომა დამახასიათებელი არ არის, რომის პაპი, კათოლიკური ეკლესიის პონტიფიკოსი, ვატიკანის თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური, ირჩევა კარდინალების მიერ სიკვდილამდე, ვატიკანში მის ხელშია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ, ეტყობა დროს თავისი მიაქვს და მოაქვს. ბენედიქტე XVI 2005 წელს აირჩიეს რომის ეკლესიის მეთაურად. მაშინ 78 წლის იყო. 16 აპრილს უსრულდება 85 წელი. იგი ერთ-ერთი ყველაზე მოხუ
 | ბელგიელები | ცი პაპია რომის ეკლესიის ისტორიაში. მას შეეძლო სისოცხლის ბოლომდე დარჩენილიყო ეკლესიის მეთაურად, მაგრამ ასე არჩია, ეკლესიისათვის და საკუთარი თავისთვისაც. მისი თანაშემწის თქმით, პაპი ბოლო ხანს ამბობდა ხოლმე, რომ მეტი დრო უნდოდა დაეთმო ლოცვების, ფიქრებისა და წიგნის დაწერისათვის. ვინ იქნება შემდეგი პაპი? და რაც მთავარია, ვინ იქნება შემდეგი, კიდევ ვინც დათმობს ტახტს? |