გამოვიდა ჟურნალ
„POINT DE VUE“-ეს
ახალი ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებულია დანიის სამეფო ოჯახის წევრების, დედოფალ მარგარეტ II-ის მეუღლის - პრინც-კონსორტ ჰენრიკისა და მისი
რძლის, პრინცესა მარის საერთო ინტერვიუ.
ჰენრიკი და მარი
წარმოშობით ფრანგები არიან. თუმცა, ისინი გახდნენ დანიის სამეფო ოჯახის წევრები, შეიყვარეს
დანიელი ხალხი და ახლა დანია მათი სახელმწიფოა, სამშობლოა. ამასთან, არასდროს არ ივიწყებენ
და დიდი სიყვარულით იხსენებენ საფრანგეთს.
პრინცმა ჰენრიკმა
თქვა, მან და მარიმ კარგად იციან, რომ სამეფო ოჯახში შესულები არიან და ამიტომ ყოველვის
მეორე პოზიციაზე უწევთ ყოფნა, თუმცა ეს არ ამცირებს მათ მოვალეობებს.
პრინცმა აგრეთვე
აღნიშნა, რომ მისმა რძალმა ორიოდე წელიწადში მშვენივრად ისწავლა დანიური, რითიც დანიელი
ხალხის პატივისცემა დაიმსახურა. იქვე იტქვა, რომ დანიური ენა საკმაოდ რთულია, რასაც
თავად დანიელებიც აღიარებენ.
მონარქის ქმარმა
ხაზი გაუსვა, რომ სამეფო ოჯახის წევრებსაც აქვთ პირადი ცხოვრება და ადამიანური პრობლემები...
პრინცესა მარის
თქმით, ის და მისი მეუღლე, დანიის დედოფლისა და პრინც ჰენრიკის მეორე ვაჟი - იოაჰიმი,
ცდილობენ დანიურ კულტურასთან ერთად ფრანგული კულტურაც შეაყვარონ შვილებს.
პრინცმა ჰენრიკმა
დაამატა, რომ მის ვაჟებსაც, ფრედერიკსა და იოაჰიმსაც სწორედ ასე ზრდიდნენ.
|