მონაკოს სამთავრო ოჯახის წარმომადგენელს, მთავარ რანიე
მესამისა და კინოვარსკვლავ გრეის კელის უმცროს ქალიშვილს, პრინცესა სტეფანიას მთელი
მსოფლიო იცნობს.
ადრე პრინცესები ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, შეიძლება
ითქვას, „ბროლის კოშკში“ გამოკეტილნი. მაგრამ პრინცესა სტეფანიამ ეს ტრადიცია დაარღვია და ჩვეულებრივი,
აქტიური ქალის ცხოვრებით ცხოვრობს.
მონაკოს ახლანდელი მთავრის, ალბერ მეორის უმცროსი და
ბავშვობაში თავმდაბალი და მორცხვი. თუმცა ადრეული ასაკიდან უყვარდა მოტოცილეტები, ჯინსები,
კოვბოის ჩექმები.
სწავლობდა დე სან-მორის ქალთა პრესტიჟულ ინტერნატ-სკოლაში.
16 წლისა იყო, დედამისი რომ ტრაგიკულად დაიღუპა. ამის გამო პრინცესაზე ამბობენ, ნაადრევად
დაუსრულდა ბავშვობა და დაქალდაო.
გატაცებული იყო ტანსაცმლის დიზაინით, უშვებდა ქვედა
საცვლების საკუთარ კოლექციას, დრამატურგიას სწავლობდა ჰოლივუდში. კინოხელოვნებაში მისი
კუმირები იყვნენ ჟან პოლ ბელმონდო, რობ ლოუ და ენტონი დელონი.
გატაცებული იყო მუსიკით და თვითონაც მღეროდა. 1986 წელს
გამოვიდა მისი ალბომი „Besoin“, 1991 წელს ალბომი „Stéphanie“.
ცოლად გაჰყვა თავის პირად მცველს დანიელ დიუკრეს. მისგან
შეეძინა ორი შვილი, ლუი და პოლინი. მისი ქმარი პაპარაცებმა სხვა ქალთან გამოიჭირეს
და სურათები გადაუღეს... პრინცესაზე ამან ძალიან იმოქმედა და არც აპატია.
 | პატარა სტეფანიას პირველი სურათი | პრინცესას
ჰყავს მესამე შვილიც, კამილა. სტეფანია 2003 წელს კვლავ დაქორწინდა, თუმცა მალე გაეყარა
ქმარს.
თანამედროვე პრინცესას მოსწონს მზარეულობა, კარგად ატარებს
მანქანას, უყვარს სპორტი, ცეკვა, უკრავს ფორტეპიანოზე.
შვილების გულისთვის მზადაა თავის პირად ცხოვრებაზე უარი
თქვას. ჰყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც მას ახასიათებენ მოყვარულ, მხიარულ, ემოციურ,
პირდაპიდ და პრინციპულ ადამიანად.
„სტეფანია ძალიან ჭკვიანია“ - ამბობდა თურმე გრეის კელი.
ბევრი მას დედამის ამსგავსებს.
დედამისის მსგავსად ქველმოქმედია. ეხმარება დაინვალიდებულ
ახალგაზრდებს, შიდსით დაავადებულებს (საზოგადოება „მონაკო შიდსის წინააღმდეგ“), პრინცესა
სტეფანია გაეროს წარმომადგენელია შიდსთან ბრძოლის საქმეში. ამ საქმიანობისათვის მოიძიებს
სახსრებს, არ ერიდება ამისთვის სატელევიზიო შოუებში მონაწილეობას (მაგ. „ფორტ ბოიარდი“
2006 წელი). ფრანგულ ჯგუფ „კიოსთან“ ერთად კვლავ დაუბრუნდა სტუდიას.
მონაკოს სახელმწიფოს რელიგიაა კათოლიციზმი, პრინცესა
რელიგიური ადამიანია. გავიხსენოთ მისი რამდენიმე სიმღერა: http://www.youtube.com/watch?v=1uUdwK6soYg http://www.youtube.com/watch?v=xhEnsMPZvrM http://www.youtube.com/watch?v=UbcJAZmethw
|