შარშან ბელგიურ
გაზეთ Le Soir-ში გამოჩნდა ცნობა, რომ 2013 წლის 21 ივლისს ბელგიის
მეფე ალბერტ II თავისი ვაჟის სასარგებლოდ უნდა გადადგეს.
სასახლეს ამ ცნობაზე
კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ამ დღეებში ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდა, ვინაიდან
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2013 წლის 30 აპრილს გადადგება ნიდერლანდის
დედოფალი ბეატრიქსი თავის ვაჟის, ვილემ ალექსანდერის სასარგებლოდ.
წელს ბელგიის მეფე
აღნიშნავს თავისი გამეფების 20 წლის თავს. პრესაში ისევ გამოჩნდა კითხვები, გადადგება
თუ არა მეფე და დაუთმობს თუ არა ტახტს ვაჟს.
ბელგიური პრესა
აღნიშნავს, რომ მეფეს სუსტი ჯანმრთელობა აქვს და ის ადრეც გადადგებოდა, მაგრამ ამაში
მას ხელი შეუშალა პოლიტიკურმა ვითარებამ.
ნიდერლანდის მსგავსად
ბელგიაშიც არსებობს პრეცედენტი შვილისთვის ტახტის დათმობისა. 1951 წლის 16 ივლისს ტახტიდან
გადადგა ლეოპოლდ III თავისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც ტახტზე ავიდა ბოდუენ
I-ის
სახელით.
მოქმედი მეფის პოპულარობა
ბელგიაში საკმაოდ დიდია, თუმცა, მისი შვილიც პოპულარობით სარგებლობს, და ბელგიური პრესა
თვლის, რომ პრინცი ფილიპე მზად არის მეფობისათვის.
|