2013 წელს
ესპანეთის სამეფო ოჯახის ბიუჯეტი შემცირდა 4%-ით და ახლა 7.9 მილიონ ევროს
შეადგენს.
ესპანეთის
მეფის ხუან კარლოსისა და მისი მემკვიდრის - ფილიპეს წლიური შემოსავალი არ შეცვლილა,
იგივეა რაც იყო 2012 წელს. მეფე ხუან კარლოსი მიიღებს 292 752 ევროს, პრინცი
ფილიპე - გაცილებით ნაკლებს - 146 376 ევროს. გარდა ამისა, სამეფო ოჯახის
წარმომადგენლები მიიღებენ დამატებით საახალწლო თანხას 20 ათასისა და 10 ათასი
ევროს შესაბამისად.
სამეფო
ოჯახის დანარჩენი წევრების შემოსავალი 2013 წლისათვის შემცირდება 55 ათასი ევროთი და მთლიანობაში
შეადგენს 260 ათას ევროს. ამ თანხას გადაინაწილებენ დედოფალი სოფია, პრინცესა
ლეტიცია და ინფანტები ელენა და ქრისტინა.
შემცირება
შეეხება ავტოპარკსაც. მეფის ოჯახის განკარგულებაში დარჩება 45 ავტომობილი, ნაცვლად
72-სა.
როგორც
ვხედავთ, ესპანეთის სამეფო ოჯახის ბიუჯეტი გაცილებით მცირეა (და კიდევ
მცირდება), ვიდრე ბევრი ბიზნესმენის, ცნობილი მსახიობებისა და სპორტსმენების შემოსავალი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხაში შედის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებისთვის
აუცილებელი ხარჯები, სასახლეებისა და პერსონალის შენახვა და ა. შ.
|