საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

200 სტუმარი მეფესთან
georoyal.ge

ნორვეგიის  სამეფო ოჯახი არ ღალატობს  შობა-ახალიწლის უძველეს  ტრადიციებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მეფე ოლავის დროიდან იცავდნენ დიდი გულმოდგინებით.
 სამეფო ოჯახი ამ სადღესასწაულო დღეებში მიემგზავრება კონგსეტერენის რეზიდენციაში, რომელიც გარშემორტყმულია დიდი ტყით და მდებარეობს ოსლოს განაპირას, ჰოლმენკოლენის რაიონში. ეს ტერიტორია 1906 წელს ნორვეგიელმა ხალხმა საჩუქრად გადასცა იმჟამინდელ მეფე ჰოკონსა და დედოფალ მოდს.
ტრადიციის მიხედვით  დედოფალი სონია სადღესასწაულოდ რთავს სახლს, შემდეგ შობის პირველ დღეს სამეფო ოჯახის წევრები ესწრებიან მესას.
წელს 8 წლის პრინცესა ინგრიდის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - პრინცესამ პირველად მისცა ინტერვიუ სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ პროგრამას. მან თქვა, რომ პრინცესობა ზოგჯერ მოსაწყენია, თუმცა საბოლოოდ ცუდი არ არის. სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ის დედას უნდა წაეყვანა, მაგრამ მათე-მარიტი ავად გახდა და პრინცესა გადაცემაში  წაიყვანა მამამ - პრინცმა ჰოკონმა.
 სამეფო ოჯახის უფროსი ქალიშვილი, მარტა ლუისი და მისი მეუღლე არი ბენი შობის დღესასწაულს არი ბენის მშობლებთან შეხვდნენ, ხოლო მომდევნო დღეებში შეუერთდნენ სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს.
ტრადიციული-სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შედის სასახლეში  ყოველწლიური შეხვედრა მოსახლეობასთან. სამეფო ოჯახმა არც ეს ლამაზი ტრადიცია დაარღვია და 200 ნორვეგიელი

მიიწვია სასახლეში. მეფე და დედოფალი  თითოეულ სტუმარს ხვდებოდა გულთბილად ხელის ჩამორთმევით.



 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq