ნორვეგიელი „კონკია“,მათე-მარიტ ტიესემ ჰოიბი დაიბადა 1973 წლის 19 აგვისტოს უბრალო მოსამსახურის ოჯახში. 2001 წლის აგვისტოს ის ცოლად გაჰყვა ნორვეგიის კრონპრინც ჰოკონს, ნორვეგიის მომავალ მეფეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შთამომავალიც არის. პრინც ჰოკონის მამა ჰაროლდ V ნორვეგიის მეფეა. წყვილმა ერთმანეთი გაიცნო 2000 წელს კრისტიანსანში, ღია ცის ქვეშ გამართულ ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალზე. იმ დროს მათე-მარიტი იყო სტუდენტი, ჰყავდა შვილი და ოფიციანტად მუშაობდა. ბავშვი ჰყავდა მამაკაცისაგან, რომელიც ციხეში იჯდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვა-რეალიზაციისათვის. სწორეთ ასეთი ქალბატონით მოიხიბლა პრინცი, მან სასახლე მიატოვა და შეიძინა ბინა, რომელშიც თავის გულისსწორთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა ერთი წლის განმავლობაში. პრინცის სამოქალაქო ქორწინებით უკმაყოფილო იყო ეკლესია, საზოგადოების ერთი ნაწილი... უბრალო გოგონას შეყვარებისა და ცოლად შერთვის მაგალითი ჰააკონმა მამისაგან აიღო. პრინცის მშობლებმა დაამკვიდრეს არათანაბარი ქორწინების ტრადიცია ევროპის სამეფო ოჯახებში. ჰააკონის დედა - სონია კანტორის მოხელის შვილი იყო. ჰარალდი მას ცხრა წლის განმავლობაში ჩუმად ხვდებოდა, შემდეგ ოთხი წელი დაჭირდა მამისაგან, მეფე ოლაფ V-გან თანხმობა რომ მიეღო ქორწინებაზე. მას ვერც გვირგვინის დაკარგვის მუქარამ შეაცვლევინა გადაწყვეტილება. საბოლოოდ წყვილმა 1968 წელს იქორწინა ოსლო ში. 1971 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი, პრინცესა მერთე-ლუიზა, 1973 წელს კი ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰააკონი. მათე-მარიტისა და პრინც ჰააკონის შემთხვევაშიც სიყვარულმა გაიმარჯვა, პრინცმა მიიღო თანხმობა მამისა და მთავრობისაგან და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წყვილმა 2001 წელს ჯვარი დაიწერა. მათე მარიტსა და ჰააკონს ორი შვილი შეეძინათ, პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და პრინცი სვერე მაგნუსი. პრინცესას პირველი შვილიც, მარიუსი სამეფო ოჯახში იზრდება, თავის ნახევარ და-ძმასთან ერთად. პრინცესამ სთხოვა მას-მედიას პატივი სცენ მისი უფროსი ვაჟის, მარიუსის პირად გრძნობებს და ნუ იქნება მასზე ჭორაობა პრესაში. საზოგადოება გაგებით მოეკიდა მის თხოვნას. მეტიც, ნორვეგიის საზოგადეობისათვის მათე-მარიტი საკმაოდ პოპულარულ პიროვნებად იქცა. იგი დაკავებულია არა მარტო შვილების აღზრდით, არამედ ქმართან ერთად აქტიურად არის ჩართული როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მას ხშირად ნახავთ მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე. 2006 წელს მათე-მარიტი დაინიშნა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს საგანგებო წარმომადგენლად. |