საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ძველ გოგრაში თავმოკვეთილი ლუდოვიკო XVI-ის სისხლი აღმოაჩინეს
News.ge

საფრანგეთის და ესპანეთის მკვლევართა ჯგუფმა ძველ გოგრაში 200 წლის წინ გილიოტინით თავმოკვეთილი საფრანგეთის  მეფის, ლუდოვიკო XVI-ის სისხლის ლაქებიანი ქსოვილის ნაჭერი აღმოაჩინა.

ლუდოვიკოს თავი მოჰკვეთეს 1793 წლის იანვარში საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს. სიკვდილით დასჯის შემდეგ მრავალმა დამსწრემ მონარქის სისხლი სუვენირად დაიტოვა, მასში საკუთარი ცხვირსახოცების ჩაწებით.

„Forensic Science International journal“-ის ცნობით, მეფის სისხლით დალაქავებული ერთი ასეთი ქსოვილის ნაჭერი ინახებოდა ძველ, შიგთავსიდან განთავისუფლებულ გოგრაში, ერთ-ერთი იტალიური ოჯახის კერძო კოლექციაში. მასზე იყო რევოლუციონერთა გამოსახულებები და შემდეგი წარწერა: „21 იანვარს მაქსიმილიან ბურდალუმ ამოავლო თავისი ცხვირსახოცი ლუდოვიკო XVI-ის სისხლში, თავის მოკვეთის შემდეგ“.

გენეტიკური მასალის იდენტიფიკაციის საშუალება გაჩნდა სხვა ფრანგი მონარქის - ანრი IV-ს ნეშტთან შეჯერებით, რომელიც ასევე ბურბონების დინასტიის წარმომადგენელი იყო. 1610 წელს იგი რელიგიურმა ფანატიკოსმა მოკლა. მეცნიერებმა დაადასტურეს ლუდოვიკოს სისხლისა და ანრი IV-ის მუმიფიცირებული თავის ქალისგან აღებული დნმ-ის გენეტიკური ერთობა.

მეცნიერების თვალსაზრისით, ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს მეფისა და მისი ნათესავების გენეტიკური კოდის გაშიფვრას. 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq