 | მეფე |
ესპანეთში, ტელეარხ Telecinco-ს მიერ მიმდინარეობს სერიალის გადაღება ესპანეთის მეფე
ხუან კარლოს I-ის
ცხოვრების შესახე. ფილმს ერქმევა „მეფე“ („El Rey“).
ხუან კარლოს ცხოვრებაში არა ერთი რთული მომენტი ჰქონდა,
გამეფებამდე, და გამეფების შემდგომაც, რომლებიც ღირსეულად გადალახა. ამის შესახებ იქნება
მოთხრობილი სერიალში.
ფილმის სიუჟეტი დაიწყება 1948 წლის 21 ნოემბრიდან, როდესაც
ხუან კარლოსი მადრიდში ჩავიდა სასწავლებლად, დამთავრდება მისი მამის, ხუანის გარდაცვალების
მომენტით, ეს მოხდა 1993 წელს. გადაღებები მიმდინარეობს მადრიდში, სებასტიანში, კადისში,
ბილბაოში და ეშტორილში.
მეფის როლს ითამაშებს ცნობილი მსახიობი ფერნანდო ჯილი,
რომელმაც ადრე ხუან კარლოსის შვილის, პრინც ფილიპეს შეასრულა ტელეფილმში „ფილიპე და
ლეტიცია“, სადაც მოთხრობილი იყო თანამედროვე „კონკის“ - ლეტიციასა და პრინცის სიყვარულის
ამბავი.
დედოფალ სოფიას როლს ითამაშებს ქრისტინე ბრონდო. ხუან
კარლოსის ჭაბუკობას განასახიერებს პატრიკ კრიადო. ხუან კარლოსის მამის როლს შეასრულებს
ხოსე ლუის გარსია-პერესი. პაკო მარინო ითამაშებს გენერალ ფრანკოს როლს. ხუან კარლოსის
ძველი შეყვარებულის, იტალიელი გრაფიანია დე პობილანტის როლი შეხვდა ადრიანა ტორებეხანოს...
ფილმის რეჟისორია ნორბერტო ლოპას ამადო.
|