28 დეკემბერს, საფრანგეთში,
ლოტარინგიის ქალაქ ნანსის მერიაში გაიმართა სამოქალაქო ქორწინება ავსტრიის ერც ჰერცოგის
- კრისტოფისა და ადელაიდა დრაპ-ფრიშის. დილით, ცერემონიის დაწყებამდე ადელაიდამ და
მისმა სამამთილომ, ერცჰერცოგმა კარლ - კრისტიან
ჰოჰენცოლერნმა პატივი მიაგეს ლოტარინგიელი ჰერცოგების ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მათი განსასვენებელი კორდილიერების
ეკლესიაში. დღევანდელი ავსტრიის ერცჰერცოგები ჰაბსბურგ-ლოტარინგებად იწოდებიან და ლოტარინგიის
ჰერცოგები მათი წინაპრები იყვნენ.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა 40 ადამიანი, მათ
შორის იყვნენ სიძე-პატარძლის მშობლები, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჰენრი ოჯახით - ის
კრისტოფის ბიძაა, დედის ძმა. ფურშეტის შემდეგ ბედნიერი წყვილი აივნიდან მიესალმა მერიასთან თავმოყრილ უამრავ ხალხს.
მეორე დღეს წყვილმა
ჯვარი დაიწერა წმინდა აფრის ბაზილიკაში. პატარძალს
ეცვა დიზაინერ Diane Lelys-ის შლეიფიანი გრძელი ატლასის კაბა. ადელაიდა ოცნებობდა,რომ
მათი ჯვრისწერის დღე თოვლის ფანტელებს გაელამაზებინათ. მართალია, იმ დღეს არ მოთოვა,
მაგრამ ფანტელების გარეშეც ლამაზი იყო ყველაფერი.
|