საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

„Big H“ შობას ავღანეთში შეხვდა
georoyal.ge
Big H

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ტრადიციულობით გამოირჩევა. ისინი ყოველთვის ერთად ხვდებიან მათთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს დღესასწაულებს, მათ შორის შობას.

მხოლოდ წელს დაირღვა ტრადიცია და პრინცი უილიამი თავისი სიმამრის ოჯახში შეხვდა შობას, ბებიის თანხმობით, რა თქმა უნდა. უდავოა, ეს სამეფო ოჯახის მხრიდან მძახლებისადმი პატივისცემის გამოხატულება გახლდათ. მით უმეტეს, რომ უილიამის მეუღლე ქეითი ფეხმძიმედ არის და ძალიან უხაროდა თავის მშობლებთან სტუმრობა.

დილიდან უილიამი, ქეითი, ქეითის მშობლები - მაიკლი და ქეროლი, და - პიპა და ძმა ჯეიმსი ერთად დაესწრნენ საშობაო წირვას ბერკშირში, საღამოს კი ოჯახურ გარემოში იზეიმეს.

დედოფალი და სამეფო ოჯახის წევრები სადღესასწაულო წირვას, ტრადიციისამებრ სანდრინგემის ეკლესიაში დაესწრნენ, შემდეგ კი დედოფალმა უმასპინძლა თავისი ოჯახის მრავალრიცხოვან წევრებს.

ამ დროს კი პრინცი ჰარი ავღანეთში თავის თანამებრძლებთან ერთად სამხედრო პოსტზე მორიგეობდა.

პრინცი სერიოზული და კარგი მებრძოლია. რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში მან პირადად გაანადგურა ერთ-ერთი თალიბი მეთაური. იგი სამხედრო ვერტფრენ „აპაჩის“ მართავდა და გაისროლა რაკეტა „ჰელფაირი“ მტრის გასანადგურებლად.

28 წლის პრინცი ავღანეთში გასული წლის სექტემბრიდან მსახურობს. იგი ვერტმფრენის ეკიპაჟის მეორე პილოტად დაინიშნა. პრინც

ბერკშირში
ის მოვალეობაში შედის საცეცხლე წერტების აღმოჩენა და მათი განადგურება. აგრეთვე ფეხოსანთა მხარდაჭერა და ზოგიერთი თვითმფრინავის თანხლება.

ეს ჰარისთვის მეორე მივლინებაა ცხელ წერტილში. ოთხი წლის წინ ათი კვირის განმავლობაში მსახურობდა ავღანეთში არტილერიაში. მაშინ პრინცი უკან გაიწვიეს, რადგან მისი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნებოდა - მედიამ  მისი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობა გაავრცელა, არადა თალიბი ტერორისტები გააფთრებული ნადირობდნენ პრინცზე, ეს კი მის თანამებრძოლებსაც უქმნიდა საფრთხეს. ამ ვითარების გამო  ბრიტანეთის მთავრობამ და სამხედრო მეთაურებმა გადაწყვიტეს, არ გაერისკათ პრინცისა და მისი რაზმის წევრების სიცოცხლით.

ჯარში პრინცი ჰარი პატივისცემით და პოპულარობით სარგებლობს. მას მეტსახელებიც შეარქვეს თანამებრძოლებმა - ზოგი კაპიტან უელსს უწოდებს (ჰარი ხომ უელსის პრინცის შვილია, მისი ტიტულია უელსელი პრინცი). ზოგი კი „დიდ ჰ“ („Big H“) უწოდებს მისი სახელის პირველი ასოს მიხედვით.

 

 

სანდრინგემის ეკლესიაში
სანდრინგემის ეკლესიაში
წირვის შემდეგ
მილოცვები

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq