საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ავსტრიის ერცჰერცოგი კრისტოფი ჯვარს იწერს
georoyal.ge
კრონპრინცი კრისტოფი და მომავალი კრონპრინცესა ადელაიდა ფრიშე

22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ჰენრის დის შვილი, ერცჰერცოგი კრისტოფი  დაინიშნა.

სულ ახლახანს 8 სექტემბერს კი მისმა უფროსმა ძმამ, ერცჰერცოგმა იმრემ, იქორწინა ქეთლინ უოკერზე.

 ისინი  არიან ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის დის, პრინცესა მარი ასტრიდისა და ავსტრიის ერცჰერცოგის კარლ ქრისტიანის ვაჟები. იმრე 26  წლისაა, კრისტოფი კი 23.

ავსტრიაში მონარქია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაუქმდა. თუმცა ავსტრიის მრავალრიცხოვანი საიმპერატორო ოჯახი მუდამ მეფურად ინახავდა ღირსებას (სხვათა შორის, ავსტრიაში და უნგრეთში არისტოკრატიული და მთავრული ტიტულები აკრძალულია, როგორც ბევრ ქვეყანაში). უნდა აღინიშნოს კრისტოფისა და იმრეს დიდი პაპის უფროსი ძმის, ავსტრიის საიმპერატორო ოჯახის ყოფილი მეთაურის, ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის მემკვიდრის, დიდი მოღვაწის ოტო ფონ ჰაბსბურგის დამსახურება ევროპის არა ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინაშე... ის დიდი პატივისცემით იყო განწყობილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ და მისი მემორიალური ქვაც კი გამოუგზავნა თბილისს. ოტო ფონ ჰაბსბურგი გარდაიცვალა შარშან, 99 წლის ასაკში.

ოტო ფონ ჰაბსბურგის ქალიშვილი, იმრესა და კრისტოფის მამიდა (პაპის ბიძაშვილი), ქალბატონი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა 2009 წელს. ეს ოჯახი, როგორც ვთქვით,  დიდი სიყვარულითაა განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ. ქალბატონმა გაბრიელამ ელჩად დანიშვნისას განაცხადა: „მადლობა, რომ მომეცით საშუალება გერმანიასა  და ევროპაში წარ

კრონპრინცი იმრე და კრონპრინცესა ქეთლინ უოკერი
მოვადგინო უდიდესი კულტურის ქვეყანა - საქართველო!“

 კრისტოფერის სამოქალაქო ქორწინება გაიმართება 28 დეკემბერს. მისი რჩეულია ადელაიდე ფრიშე. იგი ფრანგი აზნაურების შთამომავალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადრე საიმპერატორო ოჯახის შვილებს ეკრძალებოდათ თავადების, აზნაურებისა და გლეხების ოჯახის შვილთა ცოლად მოყვანა. ამის გამო ადელაიდეც თანამედროვე „კონკიათა“ სიას შეიძლება მივაკუთვნოთ. 

 კრისტოფისა და ადელაიდას სამოქალაქო ქორწინება გაიმართება 28 დეკემბერს, ხოლო ჯვრისწერა კი 29 დეკემბერს. შეყვარებულები დიდ ხანს ფიქრობდნენ, სად დაეწერათ ჯვარი. ბოლოს გადაწყვიტეს ჯვარი დაიწერონ საფრანგეთში, ლოტარინგიის ქალაქ ნანსის წმინდა აფრის ბაზილიკაში, ვინაიდან სწორედ იქ იქორწინა 1951 წელს ოტო ფონ ჰაბსბურგმა რეგინა საქსენ-მაინინგენზე. 

 შეყვარებულები აცხადებენ, რომ ყველას შეეძლება ბაზილიკაში შესვლა და ჯვრისწერაზე დასწრება. პატარძალი ოცნებობს, რომ თავისი ქორწილის ისედაც ზღაპრული დღე ლამაზმა თოვამ დააგვირგვინოს.

 იმრეს გულისწორი, აწ უკვე მეუღლე, ერცჰერცოგინია ქეთლინ უოკერიც „კონკიაა“. ის ამერიკიდანაა, კერძოდ, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიდან. 2008 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკისა და პოლიტოლოგიის განხრით. მომავალი პრინცესა არის არლინგტონის კათოლიკური ეპარქიის საქველმოქმედო ორგანიზაციების კავშირის დირექტორი, არის  ჩრდილოეთ ვირჯინიის კათოლიკური ბიზნეს ქსელის კავშირის წევრი. 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq