შვედეთის სამეფო
ოჯახმა გამოაქვეყნა კრონპრინცესა ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინც დანიელის ქალიშვილის,
ჰერცოგინია ესტელის ფოტოები.
პატარა ჰერცოგინია
ესტელი დაიბადა 2012 წლის 23 თებერვალს. მისი დედა გახლავთ უფროსი ქალიშვილი შვედეთის
მეფის კარლ-XVI გუსტავისა
და დედოფალ სილვიასი.
შვედეთის სამეფოს
მართავს ბერნადოტების გვარი - შვედეთის სამეფო დინასტია, რომელსაც დასაბამი მისცა ნაპოლეონ
I-ის მარშალმა ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტმა, რომელიც 1810 წელს შვედეთის რიქსდაგმა უშვილო
კარლ XIII-ის მემკვიდრედ აღიარა.
კრონპრინცესა ვიქტორია
34 წლის ასაკში გახდა დედა. მისი პატარა პრინცესა უკვე ატარებს ჰერცოგინიას ტიტულს.
პრინცესას სრული სახელია ესტელ სილვია ევა მერი, შვედეთის პრინცესა, ესტერგოთლანდის
ჰერცოგინია (Estelle Silvia Ewa Mary, prinsessa av Sverige, hertiginna av
Östergötland).
პატარა პრინცესა
დაიბადა შვედეთის დედაქალაქში, მაშინ სულ 51 სანტიმეტრი იყო, 3 კილო და 280 გრამი.
ახლა უკვე წამოიზარდა და სერიოზული სახით პოზირებს ფოტოაპარატის წინ. თუმცა თმები ისე პატარა აქვს, ბაფთა ძლივს დაუმაგრეს...
მეფე კარლ XVI გუსტავმა თავად გამოაცხადა თავისი შვილიშვილის,
პატარა პრინცესას სახელი და ტიტული. შემდეგ სასახლეში ჩატარდა სამადლობელი წირვა.
სახელი ესტელი ბერნადოტების
ოჯახში ერქვა კარლ XVI გუსტავის ნათლიის, ცნობილი
საზ ოგადო მოღვაწის, გრაფ ფოლკე ბერნადოტის მეუღლეს. სილვია და ევა პრინცესას ბებიებს ერქვათ. |