საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საშობაოდ პრინცესა ანამ ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულა ავღანეთში
georoyal.ge

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა მეუღლესთან, ვიცე-ადმირალ სერ ტიმოთი ლორენსთან ერთად წინასაშობაოდ ეწვია დიდი ბრიტანეთის ჯარებს ავღანეთში.

 

სამეფო ოჯახის წევრები, როგორც წესი, არ გამოხატავენ თავის აზრს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომ ბრიტანეთის სამხედრო ნაწილებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კონფლიქტში. თუმცა, ყოველთვის აქტიურად მხარს უჭერენ ცხელ წერტილებში მივლინებულ ჯარისკაცებს და ოფიცრებს. ასევე განსაკუთრებით ზრუნავენ ინვალიდებსა და ვეტერანებზე.

 

პრინცი ჰარი ახლა ავღანეთშია, სადაც მსახურობს სამხედრო ნაწილში. შობას პრინცი ავღანეთში შეხვდება, თავის თანამებრძოლებთან ერთად. როგორც ირკვევა, მამიდას და ბიძას არ მოუნახულებიათ ის ვიზიტის დროს, სხვა ჯარისკაცებს შეხვდნენ.

 

პრინცესა ანა ითვლება გაერთიანებული სამეფოს საინჟინრო არმიის 1 შოტლანდიური ბატალიონის საპატიო მეთაურად, ასევე ვეტერინარული და სხვა სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო  ნაწილების საპატიო მეთაურად, როგორც გაერთიენებული სამეფოსი, ისე სახელმწიფოთა თანამეგობრობისა.

 

მან და მისმა მეუღლემ მოინახულეს მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფი ნაწილები.

 

62 წლის პრინცესა ანას დიდაად არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობებს პირნათლად ასრულებს. მას ხშირად აქვს

სეხვედრები საქველმოქმედო და სხვა პროფილის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

 

იგი 1986-1994 წლებში ხელმძღვანელობდა საერთაშორისი საცხენოსნო ფედერაციას, იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი. თავადაც მონაწილეობდა 1976 წლის მონრიალის ოლიმპიადაში - საცხენოსნო სპორტის სახეობებში.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq