საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რუსეთში ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხზე იმსჯელეს
News.ge
თეიმურაზ II

ასტრახანში დასაფლავებული ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის,  სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე ქართული და რუსული ეკლესიების წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა გაიმართა. 13 დეკემბერს გამართული  შეხვედრის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, მეფეების ასტრახანიდან საქართველოში გადასვენების თხოვნით რუსეთის კათოლიკოსს კირილე მეორესა და რუსეთის პრეზიდენტს გასული წლის ნოემბერში მიმართა, რის შემდეგაც რუსეთის პატრიარქის თაოსნობით შეიქმნა კომისია, რომელშიც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან და რომლის მიზანია, გადაიხედოს გადასვენების საკითხი.

გამოცემა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით უამრავი ისტორიული და არქეოლოგიური მასალის შესწავლაა აუცილებელი.

„იმის თქმა, რომ პირველივე შეხვედრაზე ყველა საკითხი გადაწყვეტილია, ნაჩქარევი იქნება“,- ამბობს ბალაშოვი და აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა მეფეების ნეშტზე და მოხდეს  მათი იდენტიფიკაცია.

„იზვესტიას“ ცნობით, კომისიის შემდეგი სხდომა მაშინ გაიმართება, როცა მოხდება იმ მტკიცებულებების შესწავლა, რომლებიც აქვთ მეცნიერებსა და საეკლესიო პირებს. გამოც

ვახტანგ VI
ემისვე ინფორმაციით, ასევე მოხდება ახალი მტკიცებულებების შეგროვება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მეფეების საფლავზე უკანონო მშენებლობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დაბა ვსესვიატსკოეში მიმდინარეობდა კარტოფილის საწყობის მშენებლობა, რომლის გამოც ქართველი მეფეების საფლავები დაზიანდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აპრილში, რუსულ მხარეს ნოტაც გაუგზავნა, რომელშიც ითხოვდა საფლავებზე არსებული სიტუაციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq