საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ალბანეთის ტახტის მემკვიდრე გაისად იქორწინებს
georoyal.ge

როგორც ცნობილია, 1928 წელს ალბანეთში პრეზიდენტმა აჰმედ მუჰტარ ბეი ზაგოლლიმ თავი მონარქად გამოაცხადა და დაირქვა აჰმედ ზოგუ I. თერთმეტი წლის შემდეგ, იტალიელთა მიერ ალბანეთის ოკუპაციის გამო მეფეს მოუწია ქვეყნის დატოვება. სამეფო ოჯახმა მხოლოდ 2002 წელს მიიღო უფლება დაბრუნებულიყო ტირანაში. ამ დროს ყოფილი მეფე გარდაცვლილი გახლდათ, ოჯახს მეთაურობდა მისი ვაკი ლეკა. შარშან პრინცი ლეკა გარდაიცვალა და ახლა სამეფო ოჯახის მეთაური გახლავთ ლეკა მეორე ანვარი (როგორც მას უწოდებენ).

 

ალბანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ლეკამ 2010 წლის 10 მაისს დანიშნა ალბანელი მსახიობი და მომღერალი  ელია ზაქარია. 2013 წელს, თითქმის სამი წლის შემდეგ, შედგება ქორწილი.  წყვილის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური  ვითარების გამო ქორწილი უფრო ადრე ვერ ჩატარდა.

 

ალბანეთის მემკვიდრე დაიბადა 1982 წლის  26 მარტს ალბანეთის მეფის ლეკა I-ისა და  დედოფალ სიუსანის ოჯახში. კრონპრინცი არის ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი. ის  თანამშრომლობს  ახალგაზრდულ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან.

 

ქალბატონი ელია ზაქარია არის ცნობილი მსახიობი და მოდელი. ის უძველესი ალბანური ოჯახის შვილია. მისი წინაპარი იბრძოდა ალბანეთის ეროვნული გმირის, სკანდერბეგის მხარდამხარ ოსმალეთის  იმპერიის წინააღმდეგ,  მე-15 საუკუნეში .

 ელია სამსახიობო და მუსიკალურ ხელოვნებას  დაეუფლა  პარიზისა და იორდანიის უნივერსიტეტებში. თავის საქმიანობაში მას არაერთი პრიზი აქვს მიღებული. ეს იქნება პირველი ქორწილი ალბანეთის სამეფო ოჯახში, როდესაც დედოფალი ალბანეთის მკვიდრია.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII)
28 (10.02) იანვარი
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
gaq