|
შვედეთის პრინცესა მადლენი მეგობრების ქორწილში საქმროსთან ერთად მივიდა georoyal.ge
 | პრინცესა მადლენი და ქრისტოფერი | როგორც georoyal.ge-ს მკითხველს ოქტომბრის ბოლოს ვაუწყეთ, ამა წლის 24 ოქტომბერს შვედეთის მეფე კარლ გუსტავმა ოფიალურად გამოაცხადა თავისი მეორე ქალიშვილის, პრინცესა მადლენის ნიშნობის შესახებ.
პრინცესას რჩეულს ჰქვია კრისტოფერ ო’ნილი. დანიშნულებმა ნიუ-ორკში გაიცნეს ერთმანეთი. კრისტოფერი 2009 წელს ესწრებოდა პრინცესა მადლენის უფროსი დის, კრონპრინცესა ვიქტორიას ქალიშვილის ნათლობას.
პრინცესა მადლენისა და პრისტოფერ ო’ნილის ქორწილი დაგეგმილია 2013 წლისათვის.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დანიშნულები ესწრებოდნენ ქეროლაინ ლექსელისა და გრეჰემ კუკის ქორწილს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ სანკტ-მორიცში.
პატარძალი ქეროლაინ ლექსელი გახლავთ მილიარდელ ლორან ლექსელის ქალიშვილის, რომელიც პრინცესა მადლენის მამის, შვედეთის მეფის მეგობარია.
სტუმრები ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ სანკტ-მორიცში, რათა თხილამურებით ესრიალათ და ერთმანეთი ენახათ.
|
|