საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ჰოსპიტალის მედდამ, სადაც ჰერცოგინია ქეთრინი იმყოფებოდა
News.ge

როცა ჰერცოგინია ქეთრინი საავადმყოფოში იწვა ტოქსიკოზის გამო, რომელიც ფეხმძიმობით იყო გამოწვეული, ჟურნალისტები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა რაიმე ინფორმაცია ნებისმიერი ხერხით მოეპოვებინათ.

ავსტრალიური რადიოს წამყვანმა ჟურნალისტებმა მელ გეიგმა და მაიკლ კრისტიანმა მოახერხეს დაერეკათ ჰოსპიტალში და თავი წარადგინეს, როგორც დედოფალმა ელისაბედ II-მ და პრინცმა ჩარლზმა და მოტყუებით მიიღეს ინფორმაცია ერთ-ერთი მედდისაგან. ეს "ხუმრობა" საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა.

ტელეარხმა „Sky News“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მედდა ჯასინტა  სალდანა პარასკევს ნახეს გარდაცვლილი - სავარაუდოდ, ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. 

ამასთან, იმ ავბედით დღეს სალდანა თავად არ დაკონტაქტებულა რადიოწამყვანებთან, ის იყო მორიგე მედდა, მან უბრალოდ გადართო ტელეფონი და დააკავშირა ჟურნალისტები თავის კოლეგას. 

ედუარდ VII-ის სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება(მანამდე მათ ბოდიში მოუხადეს სამეფო კარს), რომ ჯასინტა სალდანა ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ჰოსპიტალში და იყო მაღალი კვალიფიკაციის მედდა.

რადიოსადგურმაც მოიხადა ბოდიში ბოროტი ხუმრობისათვის, მაგრამ თანამშრომლების გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, რადგან ჟურნალისტები ძალიან განიცდიან მომხდარ ფაქტს.

პრინცმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეთრინმაც გამოთქვეს თავისი თანაგრძნობა გარდაცვლილის მიმართ და აღნიშნეს, რომ ეს არის "საშინელი ტრაგედია".


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq