საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დედოფლის პასუხი უკრაინელ დეპუტატ ლიაშკოს
georoyal.ge

რამდენიმე ხნის წინ ბუკინგემის სასახლემ უკრაინელი დეპუტატის, ლიაშკოსაგან ამანათით მიიღო კარტოფილი და ბარათი, რომელშიც ის თხოვდა დედოფალ ელისაბედს, მიერთმია უკრაინული კარტოფილი, შეეფასებინა მისი ხარისხი და დაეცვა უკრაინელი გლეხი. 

ლიაშკოს სიტყვებით, მისი უდიდებულესობის სუფრაზე მხოლოდ კვიპროსის კარტოფილს მიირთმევენ, მაშინ, როდესაც ჩერნიგოველ გლეხს არ შეუძლია გაყიდოს თავის შავმიწანიადაგზე მოყვანილი კარტოფილი კილოში 30 კაპიკადაც კი.

დიდი ბრიტანეთის დედოფლის სახელით დეპუტატმა მიიღო პასუხი.

უკრაინელი დეპუტატისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილში ბუკინგემის სასახლის  უფროსი იფიცრის მოადგილე კორესპონდენციათა პასუხებზე, ჯენი ვაინი მადლობას უხდის მას კარტოფილისთვის და აღნიშნავს, რომ ამ საკითხის მოგვარება  ელისაბედ II-ს არ ხელეწიფება:   „ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ თქვენი შენიშვნები, მაგრამ მე ვფიქრობ,  თქვენ უნდა გაგვიგოთ,  რომ ჩვენი დედოფალი ვერაფრით ვერ ჩაერევა სუვერენული ქვეყნის საქმეებში“.  ამავე დროს, წერილში აღნიშნულია, რომ ლიაშკოს ინფორმაცია დედოფლის მაგიდისთვის მისართმევ კარტოფილის მწარმოებელ ერთადერთ ქვეყანაზე არის მცდარი.

დეპუტატმა დაასკვნა, რომ დედოფლის ოფისის წარმომადგენლებს არ უჩვენებიათ მისთვის წერილი და კარტოფილი: „სამწუხაროა, რომ მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს არ გაუსინჯავს  ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი; რა გაეწყობა, მოგვიწევს უკრაინული სოფლის დაცვა საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე!“

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII)
28 (10.02) იანვარი
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
gaq