საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქართველთა ერთობა მხარს უჭერს კანონიერი ხელისუფლების აღდგენას
ქართველთა ერთობა

ქართველთა ერთობა მხარს უჭერს კანონიერი ხელისუფლების დე იურე და ფაქტობრივი აღდგენის იდეას.

კანონიერი ხელისუფლების ფაქტობრივი აღდგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაიწყოს 1991-1992 წლების კრიმინალური გადატრიალების უმძიმესი პოლიტიკური,  გეოპოლიტიკური, სოციალური, სამართლებრივი და რაც მთავარია, ფსიქოლოგიურ-მორალური შედეგების დაძლევა. შესაძლებელი იქნება 1992 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მიღებული, საქართველოსთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების დაძლევა.

ამისათვის საჭიროა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპატრიარქომ და არსებულმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირონ აღნიშნულ იდეას. ვთხოვთ ყველას, დაიწყოს მოლაპარაკება ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

კანონიერი ხელისუფლების აღდგენა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. ვფიქრობთ, კანონიერი ხელისუფლების აღდგენით შესაძლებელი გახდება რეალურად ამოქმედდეს საერთო ნიადაგის პრინციპი ერის ცხოვრებაში, ეროვნული თანხმობისა და ქართველთა ერთობისათვის, რაც სახელმწიფოს აღორძინებისთვის აუცილებელია.

რაც მთავარია, აუცილებლად მიგვაჩნია კანონიერი ხელისუფლების ყ ვ ე ლ ა წარმომადგენლისა და მომხრეების შეთანხმება და სრული გაერთიანება, ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა.

ქართველთა ერთობა მზად არის  შეასრულოს (ყველასთან) შუამავლის როლი ამ საკითხში.

ქართველთა ერთობის გამგეობა

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq