საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გაზაფხულის ეროვნული დღესასწაულები - ზვიადობა 2024-დან მერაბობა 2024-ის ჩათვლით
გაიოზ მამალაძე

31 მარტს ზვიად გამსახურდია 85 წლის გახდებოდა!

დიდი იდეოლოგისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის - საქართველოსათვის წამებული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მისი მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში  ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად უნდა გაიმართოს სახალხო ზეიმი ზ ვ ი ა დ ო ბ ა 2024.

კარგი იქნება, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი მომზადების საქმეში და ეს დღესასწაული გაიმართოს საქართველოს ყველა ქალაქში და იქცეს საერთო-სახალხო ზეიმად.

საქართველოს დამოუკიდებლობის ძველ დღესასწაულზე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, 26 მაისს, უნდა გაიმართოს მერაბობის დღესასწაული (თავისუფლების დღესასწაულის დასკვნითი დღე). მერაბ კოსტავაც 85 წლის გახდებოდა.


აქვე გავიხსენოთ რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნათობის, ექვთიმე (ეფთვიმე) ათონელისა და წმიდა ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII) ხსენების დღე.


ეს ორი დღესასწაული, ზვიადობა და მერაბობა უკავშირდება ჩვენს სამშობლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა-აღორძინებას, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, ისე გააღვიძა და ააღორძინა ამ ორმა ტიტანმა ქართველ ხალხში ეროვნული გრძნობა, ამიტომ მათი იუბილეები ყოველ გაზაფხულს უნდა აღვნიშნოთ, ეს უნდა იყოს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულები - ქართველი ხალხის თავისუფლების დღესასწაულები.ზვიადობა (31 მარტი) და მერაბობა (26 მაისი) 2024 - თავისუფლების ეროვნული დღესასწაული. 


რა თქმა უნდა, თავისუფლების დღესასწაული მოიცავს 9 აპრილსაც (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე), 14 აპრილს (სახელმწიფო ენის დღე), ლაზარეს შაბათს (ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ) და რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესაც, 26 მაისს...

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq