საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორიას დაბადების დღე
მისი სამეფო უმაღლესობა კრონპრინცესა ვიქტორია, ვესტერგოტლანდის ჰერცოგინია (შვედ Kronprinsessan Victoria, Sveriges kronprinsessa, hertiginna av Västergötland) დაიბადა 1977 წლის 14 ივლისს სტოკჰოლმში. ვიქტორია შვედეთის მეფის კარლ XVI-ისა და დედოფალ სილვიას ქალიშვილი და შვედეთის ტახტის მემკვიდრეა.
მისი მეუღლეა არამეფური, არაარისტოკრატიული წარმომავლობის დანიელ ვესტლინგი. შვედეთის კანონებით, მათი ქორწინების თანხმობა გაცემულ იქნა შვედეთის მთავრობის მიერ 2009 წლის 24 თებერვალს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი დაქორწინდება მტავრობის ტანხმობის გარეშე, კარგავს ტახტის მემკვიდრეობის უფლებას. ქორწინება შედგა 2009 წლის 10 ივნისს, პრინცესას მშობლების ქორწინების დღეს...
სამეფო წყვილს ჰყავს ორი შვილი: პრინცესა ესტელი (2012) და პრინცი ოსკარი (2016). 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq