საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რიონის ხეობის მცველთა კიდევ ერთი გამარჯვება - პრემიერმა კვლავ აღიარა და უკან დაიხია
გაიოზ მამალაძე
რიონის ხეობის მცველების კიდევ ერთი გამარჯვება!

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ პირობებით პროექტის განხორციელება არ გაგრძელდება.


„ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს - ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის".


ვულოცავ მთელ საქართველოს ამ შესანიშნავი ადამიანების მიერ მიღწეულს... თუმცა, წინ კიდევ ბევრ სურპრიზს უნდა ველოდოთ მაინც...ეს მაინც სრული გამარჯვება არ არის... 



აღიარა პრემიერმა, თუმცა, აქამდე მოღალატეებს უწოდებდა ნამახვანჰესის მოწინააღდმეგეებს... ნამახვან ჰესის აღნიშნული პროექტის მაქებლებს კი თავი მოეჭრათ სირცხვილით...
თქვენი გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq