საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ამ საარჩევნო კანონით არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, არჩევნები უნდა გადაიდოს, კანონის გამოსწორებამდე
ქართველ ნაციონალისტთა ერთობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

                                       ქალბატონ თამარ ჟვანიას

                                                                    

                                                                    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

       ქალბატონო თამარ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია: ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ წარადგენს პარტიულ სიას, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობა არის დისკრიმინაციული და ანტიდემოკრატიული.

       ჩვენ უარს კი არ ვამბობთ ცესკოში რეგისტრაციაზე, გვსურს, ამავე რეგისტრაციით მომავალ, 2021 წელს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. მანამდეც, ვითხოვთ შეგვინარჩუნდეს ცესკოს რეგისტრაცია საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელიც შეიძლება განმეორებით დაინიშნოს. ჩვენ ვითხოვთ გადაიდოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობა გახდეს ნამდვილად დემოკრატიული და ამის შემდეგ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

       დიახ, ჩვენ გვსურს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დისკრიმინაციული, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი განასხვავებს პარტიებს ქონებრივი ნიშნით, ხელისუფლებაში ყოფნის ან წინა ხელისუფლების დროს მოპოვებული უპირატესობის ან წინა პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისას ფორმალურად (ანუ მაქინაციურად) რომელიმე ბლოკში გაერთანებით შეძენილი „კვალიფიციურობით“ და არჩევ

ნებში მონაწილე ამ ერთ ნაწილს, ე. წ. კვალიფიციურ პარტიებს, აძლევს ძალიან დიდ თანხას (განსაკუთრებით, კანონის, დემოკრატიის, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის დარღვევაა ამა წლის 3 სექტემბრის საპარლამენტო გადაწყვეტილება ე. წ. კვალიფიციური პარტიებისათვის დამატებით ძალიან დიდი თანხით (თითოეულს 1 600 000 ლარი) დამატებით დაფინანსების შესახებ.

         ხოლო, საშუალო ფენის და ღარიბი ხალხის წიაღიდან გამოსულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ყველანაირად ხელს უშლის, რათა არ გამოვლინდეს აღნიშნული ფენებისა და იდეოლოგიის წარმომადგენელთა ნება არჩევნებში. მეტიც, უწესებს ფარულ გადასახადებს (ე. წ. ნარკოლოგიურიდან ცნობა (რომლის აღებაც ფასიანი, საერთო ჯამში, ყველა კანდიდატისთვის, ჩვეულებრივი, საშუალო ფენის ინტერესების გამომხატველი პარტიისათვის საკმაოდ დიდი თანხაა (მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული არჩევნებისთვის გააუქმეს, ისიც ძალიან დაგვიანებით, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად), უწესებს უფლების ჩამორთმების ცნობის მიტანის აუცილებლობას (რაც, ფაქტობრივად, ასევე ფასიანია და მხოლოდ ფორმალიზმია, რადგან ეს უკანასკნელი ცნობა ცესკომ შეიძლება იხილოს სამთავრობო (შსს და საჯარო რეესტრის საიტებზე) და უწესებს ქონებრივი დეკლარაციის შევსების აუცილებლობას (ვადის დარღევის შემთხვევაში შესაძლო სანქციებს 1 000 ლარის ოდენობით). მიუხედავად იმისა, რომ 9 000 დეპუტატობის კანდიდატისაგან მხოლოდ 150 ხდება პარლამენტის წევრი.

      ამას ემატება საეთერო დროის, ფაქტობრივი, რეალური, აკრძალვა არაკვალიფიციური, ანუ ღარიბი პარტიებისთვის, არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამედ, სხვა, კომერციულ ტელევიზიებშიც (ირიბად). ვინაიდან ე. წ. კვალიფიციურ პარტიებს შვიდი (7 წამყვანი) ძლიერი და პოპულარული ტელევიზიების ეთერის საყიდლად პარლამენტმა (ხელისუფლებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ ერთად) გამოუყო 600 000 ლარი. რაც, იმხელა თანხაა, რომ 18 „კვალიფიციური“ პარტიისთვის გამოყოფილი 10 800 000 ლარი მთლიანად დაიკავებს პოპულარული ტელევიზიების საეთერო დროს, ძალიან გაზრდის, გააქრობს უფასო საეთერო დროს და მიუწვდომელს გახდის პოლიტიკური რეკლამის ფასს „არაკვალიფიციური“ პოლიტიკური ძალებისთვის. ანუ მათთვის, ვინც  თუ სახელისუფლებო, ან სხვა მდიდარ პარტიასთან ბლოკში ყოფნის გამოყენებით (მაქინაციებით, რადგან გამსვლელ სიაში არ ჰყოლია კანდიდატი) არ გამხდარა „კვალიფიციური“.

       საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ საქართველოს მოქალაქეების/გადამხდელის ფულით, ხელისუფლება, 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, აფინანსებს ე.

წ. „კვალიფიციურ“ პარტიებს. ეს არის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გარიგება, რაც პოლიტიკური კორუფციის ნიშანს ატარებს. საქართველოს მოქალაქეების საშუალო და ღარიბ ფენას, რომლებიც ასევე იხდიან გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში, წაერთვა საშუალება ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში.

        საარჩევნო კოდექსს კიდევ აქვს უამრავი სხვა ხარვეზი და მიუღებელი ჩანაწერი...

        ჩვენ ვეცადეთ, გამოგვესწორებინა ეს ყველაფერი, მაგრამ, არც ხელისუფლებას, არც საპარლამენტო ოპოზიციას არ აწყობს, როგორც ჩანს საარჩევნო კანონმდებლობის გამოსწორება.

       ამრიგად, ანტიდემოკრატიული საარჩევნო კანონით არჩევნების ჩატარება, იქნება ელექტორატისთვის მიუღებელი, ჩვენი სტრატეგიული პარნიორების გაწბილება და რაც მთავარია, შეიძლება ქვეყანში გამოიწვიოს გართულებები...

       მით უმეტეს, რომ ძალიან რთულდება ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ძალიან აგრესიულად ექცევა ერთმანეთს, რაც პროცესების კონტროლიდან გამოსვლის საშიშროებას ქმნის.

       მთელი პოლიტიკური სპექტრის, ხელისუფლების, საპარლამენტო და რეკლამირებული ოპოზიციისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთი საარჩევნო კანონით, მხოლოდ ერთმანეთისადმი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული პოლიტიკური პარტიებისათვის ყველა ტრიბუნის მიცემით, სხვათა, ელექტორადის 50-60 % ინტერესების გამომხატველი პარტიებისათვის ტრიბუნის ჩამორთმევით და მათი დისკრედიტაციით შეიძლება ქვეყანა ურთულეს ვითარებაში ჩავარდეს.

          ამიტომ, არჩვნები უნდა გადაიდოს, სანამ კანონი არ გახდება დემოკრატიული და მარტივი.

          წინამდებარე წერილის ასლებს გავუგზავნით პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, გავაცნობთ საზოგადოებას. იმედი გვაქვს, თქვენც მისცემთ შენიშვნას პარლამენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

                პატივისცემით

                ქართველ ნაციონალისტთა ერთობის მეთაური                                 გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq