საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს; ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს; საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს ასლი, აშშ–ს სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს ასლი, საქართველოს მოსახლეობას გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები არსებული ვითარების გამოსასწორებლად - კერძოდ: საარჩევნო კოდექსის თანახმად პარტიამ არჩევნებში რომ მონაწილეობა მიიღოს უნდა წარადგინოს პარტიული სია, მინიმუმ 120 ან მაქსიმუმ 200 კაცი. შემდეგ კი ისეთი მოთხოვნებია - არც ერთ ხელისუფლებას ეს არ ჰქონია. ასეთ აბსურდს ვერავინ მოიფიქრებდა. საარჩევნო კოდექსის 115 მუხლის 7 ქვემუხლით თითოეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და წარადგინოს ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“, ასევე იქვეა მოთხოვნილი საქართველოს პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოასლი.... ასევე წარსადგენია ქონებრივი დეკლარაცია... საარჩევნოდ ცესკოში დარეგისტრირებულია 60 მდე პარტია. რომ ვიანგარიშ ოთ, გამოდის, ნარკოლოგიურში და საჯარო რეესტრში უნდა მივიდეს 9 000 ადამიანზე მეტი. წინა ხელისუფლების დროს ნარკოლოგიურ შემოწმებას გადიოდნენ მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებულები, ანუ არჩეული 150 კაცი და ეს იყო ბუნებრივი და შესაძლებელი. ნასამართლეობა (არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვა) კი დგინდება მარტივად - თანამედროვეობაში, როცა ინფორმაცია, ყველა მონაცემები შსს-ს, საჯარო რეესტრსაც და სახელმწიფოს სხვა უწყებებს აქვს ხელისგულზე, რა საჭიროა ასეთი უნიჭო ფორმალობა? ქონებრივ დეკლარაციას კი ავსებენ თანამდებობაზე დანიშვნის ან პარლამენტის წევრად არჩევისას (დეპუტატობის კანდიდატობა თანამდებობა არ არის). წინა წლებში, მიუხედავად წინა ხელისუფლებებისადმი ჩვენი უარყოფითი დამოიკიდებულებისა, არც რიგები დგებოდა ნარკოლოგიურში, არც დიდი თანხის გადახდა უწევდათ კანდიდატებსა და პარტიებს. ნარკოლოგიურიდან თითო დასკვნა 25 ლარი ღირს, რაც ასევე დაკავშირებულია, ტრანსპორტთან (თან ყველა ხომ თბილისში არ ცხოვრობს?), ანალიზების აღებასთან, დროსთან, რიგებთან და ლოდინთან პასუხზე... 9 000 კაცი უნდა დადგეს რიგში და 9 000 კაცმა უნდა ჩააბაროს ანალიზი (შარდი ან სისხლი)... თან ქვეყანაში ვ ი რ უ ს ი ს გავრცელების საშიშროებაა. ასევე საჯარო რეესტრიდანაც ცნობის აღება დეპუტატების კანდიდატებისათვის ფასიანია ... ასე აპირებთ ბიუჯეტის შევსებას? მარტო ნარკოლოგიურში ამგვარად შევა 225 000 ლარზე მეტი, ამდენივე საჯარო რეესტრში... თან საჯარო რეესტრში მისვლა წინასწარი, რამდენიმე დღით ადრე ჩაწერის გარეშე შეუძლებელია (პანდემიის საშიშროების გამო)... ქონებრივი დეკლარაციის შევსება კანდიდატებისათვის სუფთა სისულელეა, არც არავინ წაიკითხავს და არც არავის აინტერესებს... მაკულატურის გამრავლებაა... ვინც გახდება დეპუტატი, მან უნდა შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია. ასევე არ არის საჭირო მაკულატურის გავრცელება და 9 000 კანდიდატისგან ფოტოსურათებისა და პირადობის მოწმობებისა და პასპორტის ასლების მოთხოვნა. განა პირადობის მოწმობის ნომერი არ კმარა ცესკოს მიერ შემუშავებულ ბლანკებში? ვინმე ყალბ სახელსა და გვარს მიუთითებს სიაში? ვინც გახდება დეპუტატი, მერე მან წარადგინოს ფოტოები და მიიღებს პარლამენტის წევრის მოწმობას... ესეც გასამარტივებელია 2020 წლის არჩევნები არჩევნები კი არა, დეპუტატობის კანდიდატების კოლექტიური რბოლა გამოდის, ნარკოლოგიუ რიდან საჯარომდე, საჯაროდან ცესკომდე, ქსეროქსებამდე, ფოტოატელიებამდე და ხარკის გადახდა ნარკოლოგიურისა და საჯარო რეესტრისათვის... არავინ ითვალისწინებს, რომ მაფიოზური პარტიებისა და მათი წევრების გარდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ღარიბი და ღატაკი. მოსახლეობის 2/3 ოფიციალურად სიღატაკის ზღვარს მიღმაა ცნობილი. მათი რიგებიდან ინტერესების წარმომადგენელი დეპუტატობის კანდიდატებმა როგორ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში? თქვენ ამ ირიბი გადასახადების დაწესებით უზღუდავთ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას ქართველ ხალხს. რომელიც ამ მდგომარეობაშია იმიტომ რომ მათი ქონება ხელისუფლებამ და ე.წ. ოპოზიციამ მიიტაცა და აღარ დაუბრუნა ხალხს. სად არის ხელისუფლების მიერ დეკლარირებული არჩევნების გაიოლება და სახალხო არჩევნები? სად არის დეკლარირებული დემოკრატია? ისევ ერთი კლანის, მხოლოდ მდიდართა და მოქმედი პოლიტ-ელიტის (ხელისუფლება და მდიდარი ოპოზიცია) ინტერესების გამომხატველი არის ასეთი საარჩევნო კოდექსი. ფაქტობრივად, არჩევნებში დარეგისტირების გამარტივება და 1 %-იანი ბარიერის შემოღება წყალში იყრება და სიყალბე ხდება ამგვარად. მაშინ როგორ მოახერხებს სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავიანთი ინტერესების განორციელებას? გინდათ რომ ქუჩაში გამოსვლებით მოხდეს ეს და გადაიზარდოს ანტიდემოკრატიული კოლონიური ტირანიის წინააღმდეგ სამ ართლიან ბრძოლაში, რომელიც ლეგიტიმურია გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პრეამბულის შესაბამისად? რატომ ვერ ხვდებით რომ დიპლომატების რეკომენდაციები პარლამენტში ხალხის ჭეშმარიტი წარმომადგენლობის შექმნის შესახებ აუცილებელი და ხელსაყრელია საბოლოო ჯამში ყველასთვის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც? სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მდგომარეობა კანონმდებლობაში. გარდა 1991 წლის არჩევნებისა, დღემდე არჩევნები სრულად დემოკრატიულად არასდროს ჩატარებულა. მაგრამ ახლა არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შანსი და მას საფრთხეს ნუ შეუქმნით. ეს ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება მთლიანად რეგიონისთვის, რადგან რეგიონის სტაბილურობაზე გეოპოლიტიკურად პასუხისმგებლობის ამღები ერთადერთი საქართველო შეიძლება იყოს. მაგრამ საქართველო ხელისუფლების მუდმივი არალეგიტიმურობისა და მოსახლეობისგან გაუცხოების გამო დღემდე ვერ შედგა სრულფასოვან სახელმწიფოდ. ასევე აუცილებელია აღდგეს კოდექსში ის ჩანაწერი, რომ პარტიებს აქვთ უფლება საარჩევნოდ აიღონ ისეთი სახელწოდება, რომელიც მათ მიმდინარე საარჩევნო პროგრამას შეესაბამება და კანონი არ უნდა უწესებდეს პოლიტიკურ ორგანიზაციას რა სახელწოდების შინაარსით წარსდგეს ამ ომრჩევლის წინაშე (დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოქმედებდა ეს დემოკრატიული წესი და მხოლოდ 10 ივნისს შეცვალეს). მაგალითად ქართველ ნაციონალისტთა ერთობა შექმნილია 90–იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ სადღეისო გამოწვევებზე პასუხის გასაცემად განვიზრახეთ თანამედროვე დასავლური ტიპის საარჩევნო მოძრაობად გარდაქმნა, რის საჩვენებლადაც საარჩევნო სახელწოდებად შევარჩიეთ ეროვნული საარჩევნო მოძრაობა, მაგრამ 10.08.2020 წ. საკანონმდებლო ცვლილებამ გვაიძულა ძველი რეალობის შესაბამისი რეგისტრირებული ძველი სახელწოდებით წარვსდგეთ ამომრჩეველთან, რაც არ შეესაბამება ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რომელიც მაქსიმალურ დემოკრატიულობაზე და ხალხის ხელისუფლებაში მაქსიმალურ ჩართულობაზეა ორიენტირებული. ქართველ ნაციონალისტთა ერთობის მეთაური გაიოზ მამალაძე |