საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქართველ ნაციონალისტთა ერთობის საარჩევნო განაცხადი # 2 - საქართველოს კონსტიტუციის ძალიან სახიფათო ჩანაწერები ანუ საქართველოსთვის ფედერალიზაცია, თუნდაც რეგიონალიზაცია და ორპალატიანი პარლამენტი დამღუპველი იქნება
გაიოზ გია მამალაძე

საქართველოს კონსტიტუციის ძალიან სახიფათო ჩანაწერები ანუ საქართველოსთვის ფედერალიზაცია, თუნდაც რეგიონალიზაცია და ორპალატიანი პარლამენტი დამღუპველი იქნება

 

საქართველოს კონსტიტიციაში არის ძალიან სახიფათო ჩანაწერი, (37-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი“.

ამ მუხლის მომფიქრებლებს და მის კონსტიტუციურ ნორმად მქცეველებს, სამწუხაროდ, არავითარი განცდა სიფრთხილისა არ ჰქონიათ და მხოლოდ ევროპული მოდის მიმდევრობის გამო ჩვენი სამშობლო ჩააგდეს განსაცდელში.

ორპალატიანი პარლამენტი ახასიათებს დიდ, მრავალრიცხოვან, ფედერალური მოწყობის ქვეყნებს.

ქვედა პალატა ირჩევა, ძირითადად, მთელი ქვეყნის წარმოამდგენლობისგან, ხშირად პარტიული სიებით, ხოლო ზედა პალატა, ძირითადად მაჟორიტარული წესით ყალიბდება სახელმწოფოში შემავალი ფედერალური (თუ კონფედერალური, შესაძლოა, რეგიონალური (მიწების) სუბიექტების წარმომადგენლებით, სადაც, თითოეულ სუბიექტს (ფედერაციის და ა. შ. წევრს) ჰყავს გარკვეული წამომადგენლობა.

ორპალატიანი პარლამენტი დიდი ფუფუნებაა და საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. საქართველო კი საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა და ხარჯების მომატება ქვეყნისთვის არ იქნება სასურველი.

გარდა ამისა, ორპალატიანი პარლამენტები აქვთ დიდ ქვეყნებს. ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შემთხვევაში რთულდება კანონების (ნაწილის მაინც) მიღება, საკანონმდებლო საქმიანობა.

4 მილიონიანიანი ქვეყნისთვის პარლამენტის 2 პალატა სულაც არ არის საჭირო. 16 მილიონ მაცხოვრებელზე მცირერიცხოვან ქვეყნებს არ აქვთ ორპალატიანი პარლამენტები.

ფედერალური მოწყობის დროს, შესაძლოა, ორპალატიანი პარლამენტი მისაღები იყოს. თუ ქვეყანა შედგება სხვადასხვა სუბიექტებისგან და ამ სუბიექტებს გარკვეული შეთანხმებები აქვთ ერთმანეთთან სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. ანუ აღნიშნული სახელმწიფო ამგვარ შემთხვევაში მრავალსუბიექტიანია და თითოეულ სუბიექტს აქვს ისეთი უფლებები, რომლებიც გადაცემული არ აქვს ცენტრისათვის. თუმცა, შეიძლება ასეთი სახელმწიფოები არის ერთიანი დემოგრაფიული სივრცე ან ისტორიულად მჭიდროდ ჩამოყალიბებული ტრადიციულად ერთიანი ქვეყანა და სეპარაციულ-სესეციური მომდინარეობები იქ მოსალოდნელი არ არის. ასეთ სახელმწიფოებს არ ემუქრებათ მეზობელი ქვეყნებისგან პროვოკაციები და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე აგენტურული ზემოქმედებები.

ასეთი ქვეყნებია მაგალითად გერმანია და აშშ.

გერმანიისათვის და აშშ-ისათვის არავითარი საფრთხე არ არის სახელმწიფოში თანაბარუფლებიანი სუბიექტების არსებობა. სუბიექტებს არ ექნებათ „საკუთარი“ საგარეო ან სხვა ინტერესები და ამბიციები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს სეცესიისათვის და სეპარატიზმისათვის, შიდა დესტრუქციული ძალების მიერ და ასევე გარე, მტრული ძალების მიერ.

გერმანიის ფედერაცია და ამერიკის შეერთებული შტატები თავად სუბიექტების გაერთიანების შედეგად არსებობს და ისტორიულად ბუნებრივია. გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერი ქვეყნებია, სახელმწიფოებრივად მტკიცე, და როგორც აღვნიშნეთ, ერთგვაროვანი. გერმანია შექმნილია გერმანელი ხალხის ჩამოყალიბების შედეგად სხვადასხვა სახელმწიფოებში, ჯერ გერმანელ

ი ხალხის საღვთო რომის იმპერიაში ერთიანობით, მერე გერმანიის იმპერიაში გაერთიანებით, შემდეგ გერმანიის (ვაიმარის) რესპუბლიკაში ერთიანობით, შემდეგ რაიხში ცხოვრებით და ახლა ფედერაციულ რესპუბლიკაში ბუნებრივად გადასვლის შედეგად. გერმანია ეროვნულ-დემოგრაფიული თვალსაზრისით ერთგვაროვანია. მიდრეკილება სეცესიისადმი გერმანიაში არ არსებობს.

გერმანელებს ძლიერი სახელმწიფო აქვთ. მიდრეკილებას სეცესიისაადმი ვერც ვერავინ გაუბედავს შიგნით. გერმანიის ფედერაციას გარეთ არ ჰყავს ისეთი მეზობლები, რომლებიც მისი დაშლის ან მისი მიწების მიტაცების მოსურნე იყვნენ და რომც თეორიულად არსებობდეს ასეთი ქვეყნები, არც დასყრდენია აქვთ გერმანიაში არაგერმანული ეთნიკური ჯგუფების მრავალრიცხოვანი და კომპაქტურად დასახლებების სახით.

იგივე უნდა ითქვას ამერიკის შეერთებული შტატების შესახებაც. ამერიკაში ერთი ერია ჩამოყალიბებული - ამერიკელი ერი. აშშ სხვადასხვა შტატების ბუნებრივი განვითარებისა და შეკავშირების შედეგია. არც დემოგრაფიულ-ეთნიკური დასახლებები არის, რომ ვინმემ, შიდა არაკეთილმოსურნემ თუ გარე, მტრულმა ძალამ მოისურვოს მასზე ზემოქმედება სეცესიის (გამოყოფის) მიზნით და რომც მოისურვოს, აშშ-ს აქვს ისეთ სახელმწიფო, ისეთი ბერკეტები, რომელიც ამას ადვილად მოერევა.

ჩვენი სახელმწიფო კი ძალინ სუსტია. არც ბერკეტები გააჩნია და არც გეოპოლიტიკური მდებარეობა ამისთვის. ამის მაგალითია 1992 წელს აფხაზეთში ანტიკონსტიტუციურად, სრულიად უკანონოდ დაწყებული სეპარატისტული მოქმედებები პარლამენტის არაქართული, რუსეთის ფედერაციიდან მართული, ანტიქართული, აგენტურული ნაწილის მიერ, კონსტუიტუციის დარღვევით, ყველა შეთანხმების დარღვევით და „დამოუკიდებლობის გამოცხადება“. რასაც ჩვენმა სახელმწიფომ რეალურად ვერაფერი დაუპირისპირა.

ჩვენი სახელმწიფო სუსტია და მსგავს პროცესებს ვეღარ გადაიტანს.

გარდა ამისა, ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო ჩამოყალიბებულია 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო უნიტარული სახელმწიფო, თუმცა, ჰქონდა სამი ავტონომიური ოლქი (აფხაზეთის, სამუსულმანო საქართველოსა და ზაქათალის). რაც განმტკიცებული იყო კონსტიტუციურად.

საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკის ანექსია მოხდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ. ანექსიის დროს რუსეთის ფედერაცია არ დაყრდნობია მხოლოდ საკუთარ წითელ არმიას, არც მხოლოდ მოღალატე ქართველ ბოლშევიკებს, არამედ მისი შემოჭრის საბაბი „გახდა“ თითქოსდა ეთნიკური ჩაგვრა ბორჩალოელების, ოსებისა და აფხაზ-აფსუებისა. წითელი არმიაც ძირითადად მათი კომპაქტური დასახელების ტერიტორიებიდან შემოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული იყო 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება, თავდაუსხმელობისა და აღიარების შესახებ.

ისტორიულად, რუსეთის სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება ისეთივე ფარატინა ქაღალდია, როგორიც აღმოჩნდა ზემოთმოხსენებული ხელშეკრულება 1921 წლის თებერვალში. ასევე, ამის დასტურია უკრაინის სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება (ბუდაპეშტის მემორანდუმი, 1996 წელი), როდესაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, რუსეთის მხრიდან (ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის) ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სამაგიეროდ. რუსეთის ფედერაციამ ფარატინა ქაღალდად აქცია აღნიშნული ხელშეკრულება. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა

და დასავლეთის დემოკრატიულმა ქვეყნებმა ვერ დაიცვეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ანუ ბუდაპეშტის ხელშეკრულებით უკრაინისთვის მიცემული ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები. შედეგად უკრაინის ლეგიტიმური ტერიტორია - ყირიმი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ანექსირებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება 1991 წელს (რაც მის ტერიტორიულ მთლიანობის აღიარებასაც ნიშნავს), რუსეთის ფედერაციის მიერ ფარატინა ქაღალდად არის ქცეული, ასევე, დემაგოგიური ბრალდებებით და მრავალწლიანი პროვოკაციული ქმედებებით (აფხაზეთის ომი, ქართული მოსახლეობის შევიწროება ცხინვალის რეგიონში (ჩრდილო ქართლში) და აფხაზეთში და სხვა.

გარდა ამისა, 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი კონსტიტუციურად, სამართლებრივად, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. რეფერენდუმის კითხვა ასეთი იყო - „გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“. ამ კითხვას დადებითად უპასუხა ქცეყნის მოსახლეობის 97 %-ზე მეტმა. მაშასადამე, მოსახლეობამ რეფერენდუმში ხმა მისცა საქართველოს მოწყობას 1918 წლის 26 მაისისა და 1921 წლის კონსტიტუციის შესაბამისი - უნიტარული პრინციპით, რაც არ გამორიცხავს ავტონომიებს, საკმაოდ ფართო უფლებებით.

ანუ, რეფერენდუმის გარეშე ამ პრინციპის შეცვლა იქნება კონსტიტუციის დარღვევა, რაც უნდა ¾ ხმები მოაგროვოს გადაწყვეტილების მიღების დროს პარლამენტმა ამ საკითხის პარლამენტში გატანისას.

ხოლო რეფერენდუმის ჩატარება დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია, რადგან ქვეყნის ორი დიდი ნაწილი, აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი ოკუპირებულია. მაშასადამე, რფეფერენდუმი ვერ ჩატარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამგვარ რეფერენდუმს კანონიერი ძალა არ ექნება.

აღნიშნული საკითხის, ორპალატიანი პარლამენტის საკითხის წამოწევა და რეკლამირება არის 1921 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის, 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პრინციპების, 1921 წლის კონსტიტუციის, და დღეს მოქმედი კონსტიტუციის დარღვევა და ამგვარად, უკანონო.

არგუმენტი, რომ საქართველო იყო სხვასასხვა კუთხეების გაერთიანება, შემდეგ დაშლილი სამეფო-სამთავროებად, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანია და ეს ფედერალიზმის საფუძველია, ძალიან არასერიოზულია, ფეოდალური ვითარების ფედერალიზმისათვის საფუძვლად დაყენება, სრული ანაქრონიზმია თანამედროვე სამყაროში. გარდა ამისა, საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად არის სხვადასხვა პიროვნებებისა და ინტერესების მოღალატური სეპარატისტული ქმედებების შედეგი და არა სახელმწიფოსთვის მისაღები ქმედება.

არგუმენტი, რომ ფედერალიზმი (კონფედერალიზმი) და რეგიონალიზმი ხელს შეუწყობს კუთხეებისა და კომპაქტურად დასახლებული სათვისტომოების განვითრებას სრულიად უვარგისია, ფოლკლორის შენარჩუნებას სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, კულტურული დაწესებულებების განვითარება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და სათვისტომოებისათვის კულტურილი ავტონომიაც ჰყოფნის ყველა ქვეყანაში.

აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენს სახელმწიფოში კომპაქტურად ან არაკომპაქტურად დასახლებული არაქართული წარმოშობის თემები არის არა ეროვნული უმცირესობები, არამედ ეროვნული სათვისტომოები. ჩვენს სახელმწიფოში ეროვნული უმცირესობა ჰქვია მხოლოდ აფსუა-აფხაზებს, რადგან, მათ ეთნოსს სხვაგან სახელმწ

იფო არ აქვს. ხოლო, ბერძნების, რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების ერებს აქვთ სახელმწიფოები, სადაც საკუთარი ერის განვითარებისათვის სრული საშუალებები აქვთ. საქართველოს სათვისტომოებს კულტურული ავტონომია გარანტირებული აქვთ, ფედერალიზმის, კონფედერალიზმისა და რეგიონალიზმის გარეშე.

გარდა ამის, დღეისათვის თუ საქართველო გადაწყვეტს გახდეს ფედერაციული სახელმწიფო, ან კონფედერციული, მას მოუწევს რუსეთის ფედერაციასთან დათმობებზე წასვლა - აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის დამპყრობელ-ანექსიატორების მარიონეტ „ხელისუფებებთან“ ხელშეკრულების დადება (აფხაზეთის ე. წ. მთავრობასთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. მთავრობასთან) ფედერაციის (ან კონფედერაციის) შექმნის თაობაზე. რაც ფაქტობრივად ამ ე. წ. მთავრობებისა და ე. წ. სახელმწიფოების, სინამდვილეში რუსული სახელმწიფოს აგენტურული დანამატების, მარიონეტების ე. წ. სახელმწიფოებისა და მათი ტერორისტული მთავრობების კანონიერების აღიარება იქნება.

მათი აღიარება კი კ ა ტ ე გ ო რ ი უ ლ ა დ მოუღებელია, რადგან, გამოიწვევს სხვა სეცესიურ (სეპარატისტულ) გართულებებს ქვეყანაში. ხოლო, თვით ისინი, ე. წ. აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. ხელისუფლებანი, სინამდვილეში, რუსეთის იმპერიის მარიონეტები, უმალ ისარგებლებენ აღიარებით და კვლავ ზურგში ჩაარტყავენ მახვილს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც 1991 და 1992 წლებში.

აღნიშნული კრიმინალური „მთავრობების“. ე. წ. “სახელმწიფოების“ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი სახით ცნობა იქნება მათი კანონიერების აღიარება, რაც არაფრისდიდებით არ შეიძლება, რადგან რუსეთის იმპერია რამდენიმე ხანში გამოიყენებს ამ „აღიარებას“ და აღნიშნულ ტერიტორიებს საბოლოოდ მიიტაცებს, უკვე საერთაშორისო სამართლით.

რაც უნდა დასავლეთის პოლიტიკური წრეები იყოს ჩართული ამ პროცესებში, ხიფათი მაინც ძალიან დიდია. ვიმეორებთ, გავიხსენოთ უკრაინისთვის მიცემული გარანტია როგორ არ დაიცვა რუსეთმა და როგორ ვერ უშველეს ჯერ-ჯერობით დასავლეთის ქვეყნებმა, თან ისეთმა მძლავრმა ქვეყნებმა, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი. ომს ხომ არ დაიწყებდნენ ბირთვულ  და უპასუხისმგებლო რუსულ სახელმწიფოსთან.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

საქართველოს ზოგიერთი სასაზღვრო კუთხე კომპაქტურად დასახლებულია ეთნიკურად არაქართველების მიერ. მათ ესაზღვრებათ მათივე ეთნოსსის მიერ დაარსებული სახელმწიფოები. დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობრები არიან და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მაგრამ, არავინ იცის რუსეთის „ფედერაცია“ ან სხვა რომელიმე საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძლიერი ქვეყანა როდის შეძლებს ზეგავლენა იქონიოს ამ ქვეყნების მთავრობებზე (ღმერთმა ნუ ქნას). რომც არ გავიხსენოთ სომხეთის სახელმწიფოს აგრესია 1919 წელს ჩვენი ქვეყნისადმი, დღევანდელობაში, ჩვენს წინაშეა ყარაბაღის ომის ძალიან სამწუხარო მაგალითი ორ მეზობელ ქვეყანას შორის. თვალწინ გვაქვს აზერბაიჯანის ტეროტორიული მთლიანობის დარღვევა, მეზობლის მიერ.

ამგვარად, ეს ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს და საქართველოსთვის ფედერალიზმი, (თუნდაც გაფართოებული რეგიონალიზმი), მით უმეტეს, კონფედერალიზმი საფრთხეა.

ყველაზე მთავარი კი არის ზრუნვა საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის, ქვეყნის განაპირა კუთხეებში კომპაქტურად დასახლებულ არაქართველ მოსახლეობაზე. საქარ

თველოს სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ისინი ინტეგრირებული იქნენ იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეებიც არიან. ჩვენ ფედერალიზმით, კონფედერალიზმით და რეგიონალიზმითაც კი არ უნდა ვუთხრათ მათ რომ ისინი სხვები, ჩვენგან განსხვავებულები, არიან.

ჩვენ ფედერალიზმით, კონფედერალიზმით და რეგიონალიზმითაც ხელი კი არ უნდა ვკრათ მათ და გავემიჯნოთ, არამედ, პირიქით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი სახელმწიფოში ინტეგრირებისათვის. არავითარ შემთხვევაში ისინი არ უნდა განსხვავდებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულად ჩამომყალიბელი ქართველი მოქალაქეებისგან. ჩვენ ყველა თანაბარი უფლებების მქონენი ვართ ქვეყანაში.

როგორც ვთქვით, უნიტარული მოწყობის ქვეყნებისთვის სავსებით შესაძლებელია ჰქონდეს ავტონომიები და აღნიშნულ ავბტონომიებს ჰქონდეთ გაფართოებული უფლებები. ამის მაგალითი გვაქვს უახლოეს წარსულში, როდესაც ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო გარანტიები მისცა აფსუა-აფხაზებს, რამაც სრულად დააკმაყოფილა მათი ინტერესები. საუბარია ავტონომიის პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის განაწილებაზე სხვადასხვა ეროვნებებს შორის და აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოოდ 17 % მოსახლეობას, აფსუა-აფხაზებს მიეცათ პარლამენტში მაღალი კვოტა. ასევე კვოტა მიეცათ აფხაზეთის სხვა წარმომადგენლებს, ქართველებთან ერთად.

აღნიშნული პრინციპების აღდგენა სრულიად საკმარისი იქნება აფსუა-აფხაზებისთვის, როდესაც ჩვენი სახელმწიფო დაძლევს ოკუპაციას და დაიბრუნებს აფხაზეთს. სავსებით საკმარისია ასეთი ვარიანტის შეთავაზება აფხაზეთის საკითხის გადაჭრისა მსოფლიოს საზოგადოებისათვის.

ამგვარად, საქართველოს არ სჭირდება ორპალატიანი პარლამენტი, „სუბიექტების“ წარმოსადგენად. ერთპალატიანი პარლამენტიც საკმარისი იქნება ამისთვის. რა თქმა უნდა, როგორც მივანიშნეთ, ავტონომიებს ექნებათ თავისი პარლამენტები. უნდა იარსებოს მხოლოდ ადრე არსებული ავტონომიებმა, არავითარი ახლის შემნა საჭირო არ არის.

დასკვნა, საქართველოს კონსტიტიციის ჩანაწერი, (37-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი“. არის ძალიან სახიფათო, არაგონივრული, ანტიქართული და გასაუქმებელი.

და კიდევ, პოლიტიკური რეგიონალიზმი და ფედერალიზმი (მით უმეტეს, კონფედერალიზმი) დაუშვებელია, სახიფათოა, ანტისახელმწიფოებრივია - კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისათვის, მისი, ქართული და ასევე არაქართული წარმოშობის ადამიანებისათვის, საქართველოს მოქალაქეების ერთობისათვის.

საქართველო უნდა იყოს მხოლოდამხოლოდ უნიტარული სახელმწიფო (ავტონომიებით).

თხოვნით მივმართავთ ყველას, სამშობლოს მთლიანობისათვის სახიფათო მოდური ექსპერიმენტების დრო არ არის ახლა! ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის, ჩვენი მეზობელი სდახელმწიფოების მიერ იმპერიალიზმზე უარის თქმის, მათი დემოკრატიზაციის შემდეგ და კავკასიელი ხალხების მიერ თავისუფლების მიღწევის მერე, შეიძლება ვიმსჯელოთ ყველაფერზე. ახლა კი არავითარი რეგიონალიზმი, არავითარი ფედერალიზმი და არავითარი კონფედერალიზმი არ შეიძლება.

ქართველ ნაციონალისტთა ერთობას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ეს ჩანაწერი გააუქმოს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე გალატიელი (IX)
9 (22) ოქტომბერი
gaq