საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობის განცხადება რეკლამირებული ოპოზიცის დიდი ნაწილი, იმის გამო, რომ მთლიანად პროპორციული სახით 2020 საპარლამენტო არჩევნების სახით ჩატარება, ფაქტობრივად გამოირიცხა, ახლა ითხოვს, რომ არჩევნები ჩატარდეს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით და რთული საარჩევნო კანონით. მეტიც, ზოგიერთს აქვს „იდეა“, პროპორციული არჩევნებიც ჩატარდეს მრავალმანდატიანი ოლქებით (სიებით). ამ მიზნით შემოცურებულია „გერმანული მოდელი“ და სხვა „პროექტები“. საარჩევნი მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა კატეგორიულად ემიჯნება მრავალმანდატიანი ოლქების, მაჟორიტარული იქნება თუ პროპორციული, შექმნას ქვეყანაში. საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო (ავტონომიებით). აღნიშნული ტერიტორული მმართველობის მოწყობის შეცვლა კატეგორიულად მიუღებელია. რეკლამირებული ოპოზიციის „პროექტები“ კი გამოსადეგია ფედერალური სახელმწიფოებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ფედერალიზმის (რომელიც რეგიონალიზმის მანტიით შეუნიღბიათ) ნებისმიერი გამოვლინება, თუნდაც საარჩევნო სახით. საქართველოში არჩევნები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ პროპორციული სიტემით, ერთიანი სიით და მარტივი საარჩევნო კანონით. დღევანდელი რეკლამირებული ოპოზიციის ფედერალური მაქინაციები, საბოლოოს ჯამში, 2024 წლის პროპორციულ არჩევნებსაც უქმნის საფრთხეს, რადგან, მისი „მრავალმანდატიანი“, დაშლილი სიებით ჩატარებაზე ოცნებობს რეკლამირებული ოპოზიციის ნაწილი. მართალია, ხელისუფლება პასუხს აგებს, რომ არ (და არა ვერ) უზრუნველყო მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სახით ჩატარებისათვის შესაბამისი ხმების ორგანიზება პარლამენტში, რაც დანაშაულია... თუმცა, საქართველოს პარლამენტის დაყოფა პროპორციულად ასარჩევ 77 და მაჟორიტარულად ასარჩევ 73 მანდატად, წინა ხელისუფლების დანაშაულია, რადგან მისი დადგენილია, ხოლო რეკლამირებული ოპოზიციის დიდი ნაწილი კი წინა ხელისუფლების განაყოფები არიან, ან მოკავშირეები. დღეისათვის რეალობა ასეთია. როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებამდე. სხვა გზა არ არის, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს არსებული სისტემით - 77 მანდატი განაწილდეს პროპორციული სიებით, ხოლო 73 მაჟორიტარის ადგილი კი, ერთმანდატიან ოლქებში არჩეული მაჟორიტარებით (კიდევ ვიმეორებთ - არავითარი მრავალმანდატიანი ოლქები). ხოლო 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს მთლიანად პროპორციული, ერთიანი სიის პრინციპით (არავითარი მრავალმანდატიანი ოლქები). საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა 2019 წლის 13 დეკემბერი - ანდრია პირველწოდებულის, ვახტანგ გორგასლის, პეტრე და სამოელ კათალიკოსების ხსენების დღე |