საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრინცი, ფელიქსი საქართველოს სტუმრობს
ნატო გიორგაძე
პრინცი ფელიქსი

საქართველოს სტუმრობს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრინცი ფელიქსი. ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი-ორსინის ვაჟთან, ნიკოლოზ ლელიო ორსინისთან ერთან, რომელიც იტალიაში საქართველოს მხარდამჭერი მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტია.

 

პრინცი ფელიქსი არის ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ჰენრისა და ჰერცოგინია მარია ტერეზას მეორე ვაჟი. ოჯახში ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. პრინცი ფელიქსი დაიბადა 1984 წელს.

 

ამ რამდენიმე ხნის წინ ლუქსემბურგში დიდი ზეიმი იყო, დიდი საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრე, პრინცი გიიომი, (პრინც ფელიქსის უფროსი ძმა) დაქორწინდა გრაფინია სტეფანია დე ლანუაზე.

 

ლუქსემბურგის ტერიტორია ძალიან პატარაა, მხოლოდ 2 587 კვადრატული კილომეტრი. მოსახლეობა 500 000 ადამინაზე ნაკლები. ლუქსემბურგის საჰერცოგოს სახელმწიფო მეთაურია დიდი ჰერცოგი ჰენრი, რომელიც ტახტზე ავიდა 2000 წლის 7 ოქტომბერს, მას მერე, რაც მისი მამა, დიდი ჰერცოგი ჟანი გადადგა და ტახტი შვილს დაუთმო. 

 

ეს პატარა ქვეყანა მოქცეულია ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიას შორის. 1949 წლიდან საჰერცოგო ნატოს წევრია.

 

პრინცი ფელიქსი გატაცებულია სპორტით. იგი სწავლობდა ლუქსემბურგის საერთაშორისო სკოლაში. შემდეგ შვეიცარიაში კოლოჯში, მერე კი სამეფო სამხედრო აკადემიაში Sandhurst. 200

პრინცი ლელიო ორსინი (მის შესახებ სხვა დროს გიამბობთ)
9 წლიდან რომში შეისწავლიდა ბიოეთიკას (ბიოეთიკა არის ეთიკის ის სფერო, რომელიც შეისწავლის სიცოცხლის ბუნებრივ მსვლელობაში ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგად წარმოშობილ მორალურ პრობლემებს. ბიოეთიკა იკვლევს როგორც გარემომცველ ბუნებას და ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან, ასევე სვამს საკითხს, რამდენად მართებულია ადამიანის ქცევა მათ მიმართ).

 

პრინცი ფელიქსი კიდევ რამდენიმე დღე დარჩება საქართველოში. მისი ვიზიტის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აცნობა მაყურებელს http://www.myvideo.ge/?video_id=1844641

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq