საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის სპიკერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით
გაიოზ მამალაძე


ბატონო ბიძინა,

საქართველოს სამეფო კლუბი კატეგორიულად მოითხოვს, თქვენ მიერ კონტროლირებადმა მთავრობამ არ დაუშვას მიგრანტების შემოყვანა საქართველოში და შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობის მარტივად გაცემა უცხოელებზე.

საქართველოში უცხოელების შემოსვლამ და დამკვიდრებამ უკვე არნახული მასშტაბი მიიღო. ჩვენი სამშობლო ამას ვეღარ გაუძლებს. სიღარიბის გამო უამრავი ქართველი გარბის სამშობლოდან და შესაძლოა დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულად შეიცვალოს.

საქართველოს ჰყავს 300 000 დევნილი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის იმპერიამ, თავისი არმიის მეშვეობით და ადგილობრივი სეპარატისტ-ტერორისტების ხელით გამოდევნა საკუთარი სახლებიდან და სამშობლოში დევნილებად აქცია. საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს არც ფინანსური და არც სხვა რესურსი მიიღოს მიგრანტები და სხვები.

საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დახმარება გაუწიოს მიგრანტებს. ჩვენ არც უცხოეთიდან მიღებული ფული გვჭირდება მიგრანტების დასახმარებლად, რადგან, თუ საზღვარგარეთის ორგანიზაციებს სურთ ჰუმანურობა გამოიჩინონ, მაშინ დაეხმარონ სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი საკმაოდ ღარიბია.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორია ძალიან მცირეა და ჩვენ ვერ შევძლებთ მიგრანტების დასახლებასა და დასაქმებას, ისედაც, ათი ათასობით საქართველოს მოქალაქეს არ აქვს სამსახური, არა აქვს შემოსავალი, არ აქვს დასამუშავებელი მიწა და არ აქვს საცხოვრებელი სახლიც კი.

მიგრანტების შემოყვანა საქართველოში იქნება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება! იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება! იქნება ჰუმანიზმისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რადგან, დააზარალებს, ისედაც ძალიან დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს!

ბატონო ბიძინა, თუ საქართველოს მთავრობა დაუშვებს თუნდაც რამდენიმე ასეული მიგრანტის შემოსვლას საქართველოში, პასუხს ქართველი ხალხი მოგთხოვთ თქვენ, რადგან თქვენ ხართ მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებელი!

თუ კვლავ ადვილი იქნება უცხოელებისთვის საქართველოში მოქალაქეობის მიღება, ამაზეც პასუხის ქართველი ხალხი მოგთხოვთ თქვენ, მმართველი პარტიის ლიდერს და ხელისუფლების დამკომპლექტებელს!

ამას ძალიან კარგად გამოიყენებენ ისინი, ვისაც უნდათ თქვენი მთავრობის დამხობა და თქვენზე შურისძიება.

უნდა აღკვეთოთ მიგრანტების შემოსვლა და საქართველოს მოქალაქეობის ადვილად მიცემა სხვა ქვეყნის წარმომადგენებისათვის!

ველით განცხადებებს, ველით ქმედით ზომებს, თან სასწრაფოდ!

სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq