|
გამოჩენილ მოცეკვავესა და დამსახურებულ მოღვაწეს, ბატონ ომარ მხეიძეს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრის სერთიფიკარი გადაეცა georoyal.ge
ომარ მხეიძე,დაიბადა 1935 წლის 25 აპრილს ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში.
1953-1984 წლებში ცეკვავს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში წამყვან მოცეკვავედ.
1971 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. ცხოვრობს ქ. თბილისში. საქართველოს სახალხო არტისტის ომარ მხეიძის ბიოგრაფია 30 წელი საქართველოს ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთანაა დაკავშირებული. როგორც მოცეკვავემ, ანტონ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით ფეხი თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფიული წრიდან აიდგა.
1953 წლიდან ის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი) სოლისტია. იმავე წელს სწორედ აქ შეამჩნიეს იგი და მიიწვიეს სუხიშვილების ანსამბლში. ბრწყინვალე ქართული გარეგნობა, ინდივიდუალიზმი და არტისტიზმი, პლასტიკურობა, პროფესიის სიყვარული და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა მუდამ გამოარჩევდა ამ უზადო ხელოვანს.
ომარ მხეიძემ უზარმაზარი როლი ითამაშა ქართული ხალხური ცეკვის განვითარების საქმეში. "ომარ მხეიძე ქართული ხასიათის განსახიერებაა"; "მან შექმნა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში გმირის სახე"... "ომარ მხეიძის ცეკვაში არ არსებობს შეუსრულებელი ილეთები"... "მფრინავი ვეფხვი", "ანსამბლის არწივი" - ასე აფასებდნენ მას სპეციალისტები თუ მაყურებელი. 1984 წელს მან დატოვა მშობლიური ანსამბლი.
ამჟამად ომარ მხეიძე თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის კონსულტანტია.ასევე ომარ მხეიძე ითვლება საქართველოს ჩოხოსანთა მოძრაობის ერთეთ თვალსაჩინო ლიდერად.
2004 წლიდან ომარ მხეიძე არის საქართველოს სამეფო კლუბის წევრი. არჩეულია სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2015 წელს, 80 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ქართული კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური სიგელით დალოცა XX საუკუნის გამოჩენილი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი ომარ მხეიძე
2015 წელს აირჩიეს საქართველოს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.
2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
1996 - ღირსების ორდენი
1971 - საქართველოს სახალხო არტისტი
1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
|
|
|
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. | 29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
|