საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გაიოზ მამალაძე: „მონარქიის საკითხში ახალარჩეული პრეზიდენტი მართალია, პრეზიდენტს მეფე სჯობს“
გია მამალაძე


 

ვრცელდება ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შარშანდელი განცხადება, სადაც, დაახლოებით ასე ამბობს: „კონსტიტუციური მონარქია ევროპაში შესვლის, ტერიტორიათა შემოკრების ერთადერთი გზაა“.

დიახ, ამ საკითხში ქალბატონ სალომეს ვეთანხმებით.

დიახ, ეს მართალია, კონსტიტუციური სახალხო მონარქია ძალიან კარგი პროექტია.... ამ პროექტზე მე და ჩემი მეგობრები სამეფო კლუბიდან დიდი ხანია ვმუშაობთ (იხ. სამეფო კლუბის საიტი georoyal.ge)...

კონსტიტუციური მონარქიის შესახებ დადებითი აზრი  რამდენჯერმე აქვს გამოთქმული საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთის იმპერიასთან თავგანწირულად მებრძოლს - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას...

ყველას ვთხოვ, ვინც ქალბატონი სალომეს წინააღმდეგია, ამის გამო სახალხო მონარქიას ნუ დაუწყებენ კრიტიკას...  

კონსტრუქციული აზრი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ობიექტურმა ადამიანმა უნდა მიიღოს...

დროა დასრულდეს ზიზღი ქვეყანაში, პოლიტიკური ძალები კონსტრუქციული პროექტებით უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს...

დარწმუნებული ვართ, მალე დადგება სახალხო, კონსტიტუციური, საპარლამენტო, ჰორიზონტალური მონარქიის დრო...

ყველაფერი იქითკენ მიდის...

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ბოლო სახალხოდ არჩეული პრეზიდენტია. დღევანელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შემდეგი პრეზიდენტ

ი პარლამენტის მიერ აირჩევა.

მაგრამ გარწმუნებთ, პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, თანამედროვე, საპარლამენტო, სახალხო, მონარქია სჯობს!

რადგან მეფე არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის წრმომადგენელი.

სტაბილურობისთვის და დემოკრატიისთვის ასე უკეთესი იქნება.

რუსეთის იმპერიის გავლენაც დასუსტდება მონარქიის შემხვევაში.

სამეფო (მონარქისტული) კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე

2018 წლის 7 დეკემბერი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq