საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიდი მადლობა ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელს გიორგი თევზაძესა და ადვოკატ გიორგი იასაშვილს, ასეულობით ადამიანის უმუშევრად დატოვებისგან გადარჩენისთვის
გაიოზ მამალაძე
დიდი მადლობა საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრს, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელს, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელს, გიორგი თევზაძეს და ამავე პროფკავშირის ნიჭიერ ადვოკატს, გიორგი იასაშვილს, რომლებმაც თბილისის ასეულობით ბიბლიოთეკარი გადაარჩინეს სამსახურის დაკარგვას და მოიგეს პროცესი სასამართლოში. მადლობა, ობიექტურ მოსამართლეს. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ საქმეში ბიბლიოთეკარების დამსახურება, რომელმაც იფორმაცია მიაწოდეს გიორგი თევზაძეს და მერე კი ჩაშალა შეთქმულება, როდესაც ვიღაცეები ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ ადვოკატი, მოსამართლე და საზოგადოება... 
ეს დიდი გამარჯვებაა, ასე იწყება საზოგადოების გამარჯვებები!

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ბიბლიოთეკარებს აქვთ სულ 265 ლარი ხელფასი და ამ მცირეხელფასიანი ადამიანების სამსახურიდან გაშვებას აპორებდნენ, ტექნიკურად, კანონის დარღვევით, ე. წ. გამოცდებით, და რაც მთავარია, უზნეოდ, რადგან, ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრებისთვის ფინანსური დახმარება - ანუ, ამ ადამიანებს ულუკმაპუროდ ტოვებდნენ...ისინი გადაარჩინეს გიორგი თევზაძემ და გიორგი იასაშვილმა...

ახლა, ერთ-ერთი, რეკლამირებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ცდილობს ეს გამარჯვება საკუთარ აქტივში ჩაითვალოს და გამარჯვება თავის პარტიას მიაწეროს, მაგრამ, ყველა დოკუმენტი და მოწმეები ცხადყოფენ, რომ აღნიშნული გამარჯვება, არის ადვოკატთა დამოუკიდებ
ელი პროფკავშირისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა გაუყიდველი ნაწილის დამსახურება.

სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე 

 აქვე გთავაზობთ ინფორმაციას ამ საკითზე 
(მონიშნეთ, დაამახსოვრებიონეთ და გამოიძახეთ, რადგან, პირდაპირ გადასვლის სერვისი დაზიანებულია) 
 http://www.gmtv.ge/47713-2/

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq