საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საქართველოს მთავრობამ პროგრესის მხარდაჭერაში უნდა მიბაძოს შვედეთის მეფეს, კარლ XVI გუსტავს (სამეფო კლუბის განცხადება)
სამეფო კლუბი
შვედეთის მეფე სასახლის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებისას


საქართველომი საკუთარი არჩევანი ნათლად განსაზღვრა, ჩვენი ქვეყანა ევროპულ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანაა. ხოლო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უკვე ავალდებულებს საქართველოს მკაფიო ნაბიჯები გადადგას მდგრადი განვითარების, მწვანე ეკონომიკის , კულტურული მემკვიდროების, შრომის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად.



სამეფო კლუბს მიაჩნია, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს კომპანია არემჯის საქმიანობის შედეგად აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. კერძოდ, ადგილი აქვს გარემოს დაბინძურებას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის განადგურებას, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას.



იგივე ითქმის ჰესების მშენებლობებზე დარიალის ხეობაში, სვანეთში, რაჭაში, აჭარაში, ახმეტის რაიონში. ეს გაუაზრებელი მშენებლობები სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ვერც მთლიანად საქართველოს. ამის მაგალითები ნათლად დავინახეთ დარიალის ხეობაში, ამ დროს, წამყვანი ქვეყნები აუქმებენ ჰესებს და გადადიან ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებაზე, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, ამ მხრივ მისაბაძია შვედეთის მეფე, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი პროგრესს, საკუთარ სასახლეზე ,დაამონტაჟებინა მზის პანელები, რითიც მაგალითი მისცა მოსა

შვედეთის მეფე სასახლის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებაში თვითონაც იღებდა მონაწილეობას
ხლეობას, 



სამეფო კლუბი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ღირსეულად დაიცვან საქართველოს ეროვნული ინტერესები და ნუ მისცემენ უფლებას საქართველოში ინვესტორად შემოსულ კომპანიებს ზიანი მიაყენონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადამიანებს.


P. S.


შვედეთში, სამეფო სასახლის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებისას, რომელშიც თვითონაც მიიღო მონაწილეობა, მეფე კარლ XVI გუსტავმა განაცხადა: "ბედნიერი ვარ. მათი დამონტაჟება იოლია. თითქოს სახურავი ამისთვის არსებობს. სწორი კუთხე, სწორი მინართულება და მზე დაგვეხმარება! ყველაფერი მშვენივრად იმუშავებს".


საქართველოს სამეფო კლუბი


2018 წლის 24 არილი







მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq