საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ევროპული საქართველო - კონსტიტუციური მონარქიის მილოცვა სამეფო კლუბის საიტისადმი
ევროპული საქართველო - კონსტიტუციური მონარქია


ბოლო ათწლეულების საქართველოს მონარქისტულ და საერთოდ ეროვნულ მოძრაობაშიც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჯერ საქართველოს სამეფო კლუბის, მერე კი სამეფო კლუბის საიტის www.georoyal.ge, დაარსება. 27 სექტემბერს, ხუთი წელი სრულდება აღნიშული საიტის დაარსებიდან, რომელმაც უმთავრესი წვლილი შეიტანა საქართველოში კონსტიტუციურ-მონარქისტული იდეოლოგიის ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში. აღნიშნული საიტი გამოირჩევა იმითაც, რომ აქვეა გამოქვეყნებული თანამედროვე ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მრავალი სტატია.


ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ დღეს ჩვენს მეგობრებს, სამეფო კლუბის წევრებს, საიტის რედაქტორს და სამეფო კლუბის სპიკერს, გია მამალაძეს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო georoyal.ge-ს საქმიანობაში და საიტის ერთგულ მკითხველებს, სამეფო კლუბის ყველა მომხრეს, საქართველოში საპარლამენტო მონარქიის დამკვიდრებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების ყველა მოსურნეს!


პატივისცემით კახა კვარაცხელია

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq