საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა გამკაცრდეს
გაიოზ (გია) მამალაძე
 ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ განსაკუთრებით გააქტიურა მოქმედება ოკუპაციის შესახებ კანონის გამარტივების, "შერბილების" მოთხოვნით, რაც, ჩვენი აზრით, ყოვლად მიუღებელია და არ არის ადექვატური ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიის  ფაქტებისა, ცხინვალისა და სოხუმის რეგიონების "სახელმწიფოებად" გამოცხადებისა, პერმანენტულად მეტი-და მეტი მიწების დაკავებისა, ე. წ. საზღვრის გადმოწევისა და ა. შ. და 

ოკუპანტებისადმი "რბილი" დამოკიდებულება გამორიცხულია!

ოკუპაციის შესახებ კანონის "შერბილება" არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, მეტიც, ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, და ჩამოგვაშორებს მხარდამჭერებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!

ოკუპაციის შესახებ კანონის გამარტივება, "შერბილება" გამორიცხულია, სეპარატისტ-მარიონეტები კრძალავენ ქართულ ენას სკოლებში, ფაქტობრივად, აიძულებენ ქართულ მოსახლეობას მიატოვონ მშობლიური კუთხე და ა. შ.

ფაშისტებისადმი "რბილი" დამოკიდებულება გამორიცხულია!

პირიქით, უნდა გამკაცრდეს ოკუპაციის შესახებ კანონი!

დიახ, ოკუპაციის შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს - საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურების წარმოამდგენელთა მიმართ, რონლებიც ვერ უზრუნველყოფენ ოკუპაციის შესახებ კანონის მოქმედებას, და ვერ ეწევიას თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას სახელმწიფოს
ინტერეების შესაბამისად, ხან "შემოეპარებათ" კანონის დამრღვევი, ხან "სია არ აქვთ" მესაზღვრეებს კანონის დამრღვევებისა და ა. შ.

გარდა ამისა, ყველა, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ვინც სოხუმისა და ცხინვალის ოლქებს უწოდებს სახელმწიფოს, თუნდაც, არაოფიცალურად, უნდა ჩაითვალოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად, სანქციები უნდა დაწესდეს და ეცნობოს მსოფლი ყველა სახელმწიფოს და უნდა მოვითხოვოთ მისი შესაბამისად დასჯა (თანამდებობის დატოვება, თუ ისეთი თანამდებობა უკავია, რომელიც პოლიტიკურია (ევროკავშირი, ევროსაბჭო თუ სხვა)...

საქართველოს მოქმედ მთავრობას თუ სურს რაიმე მოლაპარაკება გამართოს ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელთან, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი ან ოკუპანტების მარიონეტი სეპარატისტების რომელიმე წარმომადგენელთან, უნდა გამოსცეს შესაბამისი დადგენილება, რომელიც იქნება ღია, რომელსაც გააცნობს საზოგადოებას და აგვიხსნის , თუ რატომ უნდა შემოუშვან საქაღთველოში რომელიმე პოლიტიკოსი, თუ ასეთი საჭიროება იქნება (რასაც კანონი ითვალისწინებს)... სხვა ვარიანტში მთავრობის მხრიდან ასეთ ქმედება, ან უმოქმედობა, უნდა ჩაითვალოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად და შესაბამისად პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს სანქციები.

სამეფო კლუბის სპიკერი;ეროვნული საარჩევნო მოძრაობის სპიკერი -
გაიოზ (გია) მამალაძე

2017 წლის 15 ივლისი


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq