საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის ხელძღვანელი, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ბერლინში ვიზიტის შესახებ

უფლებადამცველი, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოცაიციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირაკლი ყანდიაშვილი, მამუკა ნოზაძე, დათუნა მოდებაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიაში ქალაქ ბერლინში.

დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან, ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ოფიციალური ვიზიტის შედეგების შეფასება ვთხოვეთ სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგის ხელმძღვანელს, უფლებადამცველს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეს გიორგი თევზაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ვიზიტი მაღალ დონეზე დასრულდა და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია.

-ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა,ქალაქ ბერლინში, გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან, ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ერთმანეთს გავუზიარეთ ურთიერთგამოცდილება, მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრო ადვოკატთა პროფესიულ დამოუკიდებლობის განვითარებას. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი შემდგომი თანამშრომლობის გეგმები”-გვითხრა გიორგი თევზაძემ.

http://www.geomediatv.ge/გიორგი-თევზაძემ-ბერლინში/ 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq