საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბატონიშვილი ანა იტალიაში იმყოფებოდა

"მეჯლისი 100-სა და არა უმეტეს 100-ისა" რომელიც გაიმართა გოზანი ტრევილეს სასახლეში,იტალია, შაბათს, 8 აპრილს, 2017 წელს.

მეჯლის ესწრებოდა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ბატონიშვილი ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი.

აღნიშნულ მეჯლის ასევე ესწრებოდნენ ევროპის სამეფო სახლების სხვა წარმომადგენლებიც - მისი სამეფო უმაღლესობა, პარმის ბურბონთა პრინცესა მარია ტერეზა; მისი სამეფო უმაღლესობა, ალბანეთის პრინცი ლეკა II ზოგუ; მისი სამეფო საიმპერატორო უმაღლესობა, უნგრეთის პრინცესა ჰაბსბურგ-ლორენას მთავრინა მონიკა; მისი სამეფო უმაღლესობა ჰავაის პრინცესა ოვანა კაოჰელელანი სალაზარი; მისი სამეფო უმაღლესობა ავღანეთის პრინცესა ლუსიანა ჰასანი; უგანათლებულესი თავადი დონ მაურიციო ფერანტე გონზაგა, ვოდისის მარკიზი და სხვები

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq