|
სამეფო კლუბის შეხვედრა 20/10/2016 georoyal.ge
2016 წლის 20 სექტემბერს ჩატარდა სამეფო კლუბის მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე სამეფო კლუბის წევრებმა ისაუბრეს თავიანთ გეგმებზე და სხვა საკითხებზე. რადგან სამეფო კლუბის ორმა წევრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი, სამეფო კლუბმა იმსჯელა და კვლავ დაადასტურა 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ სამეფო კლუბის აზრით, ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, ბატონიშვილი ანას ასულები, მიიჩნევიან ბატონიშვილებად ანუ პრინცესებად, და უფლისწულ გიორგის თანამდგომებად ტახტის მემკვიდრეობის საკითხში.სამეფო კლუბი აღიარებს დავით ბატონიშვილის (გამგებლის) სამართალს ლეგიტიმიზმის საკითხებთან დაკავშირებით.კლუბის წევრებმა საქართველოს სამეფო კლუბის უცხოელ საპატიო წევრად აირჩია გრავინას ჰერცოგი დიმენიკო ნაპოლეონ ორსინი. დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიება. |
|