საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

,,იმერეთის მეფეთა შთამომავალთა საზოგადოების'' პრეზენტაცია.
იმერეთის ბაგრატიონთა გერბი. Coat of arms of Bagraqtioni family of Imereti.
 8 ივნისს, 6 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა ა.ა.ი.პ. ,,იმერეთის მეფეთა შთამომავალთა საზოგადოების'' პრეზენტაცია.
 საღამოს ესწრებოდნენ იმერეთის მეფეთა შთამომავლები და მოწვეული სტუმრები. 
შეკრებას სიტყვით მიმართა საზოგადოების წინამძღოლმა ირაკლი ბაგრატიონმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა მოუხადა მობრძანებისათვის, 
ისტორიკოსმა ქალბატონმა მანანა ხომერიკმა ისაუბრა ბაგრატიონთა იმერეთის შტოს ისტორიის შესახებ, 
ქალბატონმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა მუხრანელი ბაგრატიონების სახელით მოულოცა იმერეთის მეფეთა შთამომავალთა საზოგადოებას დაფუძნება და ისაუბრა ამ ორი სახლის მჭიდრო ისტორიულ ურთიერთობებსა და კეთილგანწყობაზე, 
სამეფო კლუბის სპიკერმა, ბატონმა გაიოზ მამალაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ ირაკლი ბაგრატიონი არჩეულია საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო დინასტიურ წევრად, როგორც სამეფო წარმომავლობის ბატონიშვილი. 
კომპოზიტორმა ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა რომელმაც არმატება უსურვა ახლადშექმნილ საზოგადოებას და თავისი შემოქმედებიდან რამდენიე სიმღერაც შეასრულა. 
შეკრებამ თბილ გარემოში ჩაირა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq