საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გაიმართა სევარიონ (სოსო) ნადირაძის ახალი კრებულის პრეზენტაცია
georoyal.ge
პოეტი იკა ქადაგიძე, სოსო ნადირაძე, ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონი, პრინცესა ქრისტინე ბაგრატიონი
25 მაისს, მწერალთა კავშირში გაიმართა ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტის - სევარიონ (სოსო) ნადირაძის ახალი კრებულის "ორი ბანქოს კაცი" პრეზენტაცია.

პრეზენტაცია მიჰყავდა პოეტ იკა ქადაგიძეს. სოსო ნადირაძის ახალ წიგნზე და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს იკა ქადაგიძემ, ლიტერატურათმცოდნემ, აღნიშნული წიგნის რედაქტორმა, თემურ ქორიძემ, პოეტებმა: მიხეილ ღანიშაშვილმა, ერეკლე საღლიანმა, ვანო სურგულაძემ, ქეთევან დოლიძემ და სხვებმა.

სევარიონ ნადირაძეს ახალი კრებულის გამოცემა მიულოცა ბატონიშვილმა იოანე ბაგრატიონმა და მისმა მეუღლემ, პრინცესა ქრისტინემ.

საქართველოს სამეფო კლუბმა სევარიონ ნადირაძე თავისი შემოქმედებისა და მამულიშვილური ღვაწლისათვის აირჩია სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრად. წიგნის პრეზენტაციაზე სამეფო კლუბის სპიკერმა გაიოზ მამალაძემ სევარინ ნადირაძეს გადასცა სამეფო კლუბის დამსახურებული წევრის სერთიფიკატი.


სევარიონ ნადირაძე
პოეტი ერეკლე საღლიანი
პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი
ლიტერატურათმცოდნე თემურ ქორიძე
პოეტი ქეთევან დოლიძე
სამეფო კლუბის სპიკერი, გაიოზ მამალაძე, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრის სერთიფიკატს გადასცემს პოეტ სოსო ნადირაძეს
იკა ქადაგიძე, სევარიონ ნადირაძე, გაიოზ მამალაძე, იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები
პოეტი პაპა, ბაგრატიონები და პატარა ანდრია
პოეტი იკა ქადაგიძე
პოეტი ვანო სურგულაძე
სევარიონ ნადირაძის ქალიშვილი, ნათია, და შვილიშვილი - ანდრია
ოანე ბატონიშვილი ულოცავს პოეტს
შეხვედრის მერე
პოეტი თამაზ ბარჯაძე და პატარა ანდრია
ანდრია და ნათია
სოსო ნადირაძე მეუღლესთან და მეგობრებთან ერტად
გაიოზ მამალაძე და სოსო ნადირაძე
ანდრია
სამეფო კლუბის ჰერალდიკისა და სიმბოლიკის კოლეგიის ხელმძღბღვანელი დავით კლდიაშივილი, პატარა ანდრია და სამეფო კლუბის სპიკერი გია მამალაძე
თემურ ქორიძის გამოსვლა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq