|
სამეფო კლუბის განცხადება საყდრისის ისტორიული მაღაროს დანაშაულებრივი აფეთქების წლისთავთან დაკავშირებით სამეფო კლუბი
2014 წლის 13 დეკემბერი ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ააფეთქეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი-უნიკალური საყდრისის ოქროს მაღარო.
არად ჩააგდეს მეცნიერთა და არქეოლოგთა თხოვნა, ჯერ ბოლომდე შეესწავლათ მაინც ჩვენი წინაპრების მიერ დღემდე მოტანილი არქეოლოგიური ძეგლი.
არ გაითვალისწინეს ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების წერილები, სადაც ისინი ხაზს უსვამდნენ საყდრისის მნიშვნელობას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისათვის.
გულთან ახლოს არ მიიტანეს საქართველოს მოქალაქეების რამდენიმე ათასი ხელმოწერა თხოვნაზე- შეესწავლათ და შეენარჩუნებინათ საყდრისი მომავალი თაობებისათვის.
მათ მხოლოდ და მხოლოდ შეასრულეს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის RMG -ის თხოვნა, მიეცათ მათთვის მადნის მოპოვების უფლება საყდრისის ტერიტორიაზე!
საქართველოს სამეფო კლუბი გმობს არაცივილიზებულ , არაპროგრესულ დამოკიდებულებას ჩვენი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოს ქვეყნის პრესტიჟის აღდგენის მიზნით სასწრაფოდ ობიექტურად გამოიძიონ ეს დანაშაული, რაც განხორციელდა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქებით . |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|