31 ოქტომბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინსტიტუტის“ ირანის დეპარტამენტის თანამშრომლის ვასილი პაპავას საჯარო ლექცია თემაზე - "SAVAK" - ირანის შაჰის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ლექციის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები: - «სავაქი»-ს ფორმირების შიდა და გარე ფაქტორები • «სავაქი»-ს სტრუქტურა • «სავაქი» ოპოზიციის წინააღმდეგ • «სავაქი»-ს ურთიერთობა აშშ-ს CIA-სა და ისრაელის "მოსად"-თან • შაჰის პოზიციების გამყარება რეგიონში: «სავაქი»-ს როლი • «სავაქი»-ს დირექტორები: o თეიმურ ბახთიარი — 1-ი დირექტორი (1957—1961) o ჰასან ფაქრავანი — 2-ე დირექტორი (1961—1965) o ნემათოლა ნასირი — 3-ე დირექტორი (1965—1978) o ნასერ მოყადამი — 4-ე დირექტორი (1978—1979) • «სავაქი»-ს როლი ისლამურ ანტიმონარქისტულ რევოლუციაში (1978–1979 წწ.) • შაჰის რეჟიმის დამხობა — ირანის ისლამური რესპუბლიკის საიდუმლო პოლიციის ფორმირება («სავამა»; 1984 წლიდან «ვევაქი») მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
|