|
სამეფო კლუბის მორიგი შეხვედრა (2015 წლის 5 ოქტომბერი) georoyal.ge
2015 წლის 5 ოქტომბერს შედგა სამეფო კლუბის მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის ამოცანებზე და კიდევ ერთხელ შეთანხმდა, რომ საქართველოს სამეფო კლუბი იქნება მიუმხრობელი, ობიექტური და აქტიურად ნეიტრალური სხვადასხვა ოჯახებს შორის არსებულ ყველანაირ კამათში, რაც დაკავშირებულია დღევანდელი პერსონების პრეტენზიებთან. სამეფო კლუბი არ არის რომელიმე პერსონასთან და ოჯახთან ვასალურ მდგომარეობაში და ასე დარჩება მუდამ. სამეფო კლუბი იღწვის იდეოლოგიის პროპაგანდისათვის. სამეფო კლუბი ორიენტირებულია მომავლზე. სამეფო კლუბი დააფასებს და შეაქებს ნებისმიერი პერსონის ღირსეულ საქმეს, და გააკრიტიკებს ნებისმიერ პერსონას თუ იქნება ამის საჭიროება.
შემდეგ სამეფო კლუბის წევრები შეხვდნენ პროფესორ გიორგი ანჩაბაძეს.
|